ლუკა იოვიჩმა გადაწყვეტილება შეცვალა!

სერბმა თავდამსხმელმა გადაწყვეტილება შეცვალა.


იოვიჩმა გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახა. ფეხბურთელის სამომავლო გეგმებისათვის „რეალ სოსიედადთან“ ჩატარებული დაპირისპირება მნიშვნელოვანი გამოდგა.

როგორ იცით, სან-სებასტიანში, ბენზემას დამტვრევის შემდეგ, ანჩელოტიმ მწვანე მინდორზე დიდი ხნის უთამაშებელ თავდამსხმელს უხმო. საკმაოდ მონდომებულმა ლუკამ, რომლის შესაძლებლობებშიც თავის დროზე 60 მილიონი ევრო გადაიხადა „რეალმა,“ დიდებული მატჩი გამოაცხო „ანოეტაზე.“ მან ჯერ ვინისიუსს გაატანინა, ხოლო შემდეგ თავადაც გახდა შედეგიანი დარტყმის ავტორი. იტალიელმა სპეციალისტმა დავიწყებული შეგირდი „ინტერთანააც“ ჩართო საქმეში და 78 წუთის განმავლობაში მისცა თავის გამოჩენის საშუალება. მართალია, ამ შემთხვევაში „აინტრახტის“ ყოფილი მეგოლე პროდიქტიულობით ვერ გამოირჩა, თუმცა საერთო ჯამში საკმაოდ მაღალ დონეზე იასპარეზა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, იოვიჩის ხედვა 180 გრადუსით შეცვალა. თუ აქამდე მოთამაშე აგენტს სთხოვდა, რომ ზამთრის სატრანსფერი ფანჯარაზე მისთვის ახალი კლუბი მოეძებნა, ახლა პირიქით, წარმომადგენელს მოუწოდებს, ყველანაირი შეთავაზება უგულებელყოს.

23 წლის ფორვარდმა კვლავ შემადგენლობის მნიშვნელოვან წევრად იგრძნო თავი. ის ბოლომდე აპირებს ბრძოლას. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)