კაზემირო:,,მბაპე და ვინი საოცარ დუეტს შექმნიან"

კაზემირომ „ინტერთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...


„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ „ინტერი“ იტალიის ჩემპიონია. ეს არის გუნდი, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია და ყველაფერს იღონებს ბერნაბეუზე წარმატების მისაღწევად. ჩვენი მიზანი მხოლოდ 3 ქულის მოპოვება და ჯგუფში პირველი ადგილი იქნება.“

„დასვენება ყოველთვის აქტუალური თემაა, მაგრამ მე იქამდე ვითამაშებ, სანამ მწვრთნელი ჩათვლით საჭიროდ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ფიზ.მომზადების სპეციალისტი, რომელსაც ყველაზე კარგად მოეხსენება ფეხბურთელების ზოგადი მდგომარეობის შესახებ. თუ დატვირთვების მიღებას ვერ შევძლებ, „რეალში“ ჩემს ადგილს ვეღარ დავინახავ. აქ იმისთვის ვარ, რომ ბოლომდე დავიხარჯო. გუნდში ჩემთან ერთად ირიცხებიან კამავინგა და ვალვერდე, მოდრიჩი-კროოსის დუეტზე საუბარი კი შორს წაგვიყვანს. ვფიქრობ, რესურსი შესაბამისია, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.“

„როდესაც „რეალში“ თამაშობ, არ აქვს მნიშვნელობა 20 წლის ხარ თუ 35-ის, შენს მიმართ მოთხოვნა უმაღლესია, ამიტომ სტანდარტების დაკმაყოფილება უნდა შეგეძლოს. ბრაზილიელი ახალგაზრდებისთვის მადრიდში ადაპტაცია მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ მათ ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ამ მომენტით სიამოვნება მიეღოთ, ვინაიდან ისინი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ირიცხებიან.“

„ვინი გუნდის ტოპ მოთამაშედ ჩამოყალიბდა და მხოლოდ ნიჭით სავსე ფეხბურთელად არ ითვლება. ვთვლი, რომ ის კიდევ მოუმატებს და არაერთ შესანიშნავ მატჩს გამართავს. მბაპეს ტრანსფერი? თუ ფრანგი მადრიდისტა გახდება, ვინისთან ერთად შესანიშნავად შეუტევს, ეს სავსებით თავსებადი დუეტი იქნება.“

„კურტუა, კარიმი, კროოსი და კიდევ არაერთი ფეხბურთელი კოლექტივში განსაკუთრებული სტაბილურობის განცდას ქმნის, ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ასპექტია.“

„მადრიდის „რეალის“ წარმატებული გამოსვლის გასაღები სწორედ დიდი შრომა და თავდადებაა, აქ ყოველთვის დიდი მოთხოვნები აქვთ. როდესაც კარგად თამაშობ, ყველა კმაყოფილია, მაგრამ მცირე ჩავარდნის შემდეგ დიდი კრიტიკა დაგატყდება თავს. ეს „ბლანკოსის“ ყველა მოთამაშეს გათავისებული აქვს.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 დეკემბერი 2021
  • 3421
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)