ანჩელოტი:,,დიდი დანაკლისი გვაქვს"

კარლო ანჩელოტიმ „ინტერთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ერთგულება და ხარისხიანი თამაში წარმატების გასაღებია. მადრიდის „რეალმა“ ძალიან ეფექტური სერია გამოაცხო, რასაც თავისი მიზეზები აქვს.“

„ბერნაბეუზე ორი დიდი გუნდი ითამაშებს. ველი სანახაობრივ და მომენტებით დახუნძლულ მატჩს. ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ვალდებულნი ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ.“

„ამ შეჯიბრის ფინალში გასვლა მარტივი არ არის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.“

„ვარანის განცხადებები? ამაში ახალი არაფერია. „რეალის“ ფილოსოფია მუდმივად წინსვლას მოიცავს. მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ, ქომაგებს წარსული არ აინტერესებთ.“

„არ ვიცი, ვართ თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გამოცდილების მქონე გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.“

„არაფრის დამტკიცება არ მჭირდება, ბევრი რამ მოვიგე, თუმცა კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მაქვს და ვეცდები, რომ „რეალის“ მწვრთნელობის მეორე ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოდგეს.“

„მილიტაო ტოპ მცველად ყალიბდება, მას აქვს განსაკუთრებული თვისებები, რომელიც უკვე შევამჩნიე და მაქსიმალურ გამოყენებას ვცდილობ. ალაბასთან ერთად ბრაზილიელი ბრწყინვალე დუეტს ქმნის.“

„2014/15 წლების სეზონში ჩვენ გაცილებით მეტი შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა, რაც ძალიან სამწუხაროა. მაშინ ლიგაზე 1/2 ფინალში გავედით, ხოლო ლა ლიგის მოგება თავისუფლად შეგვეძლო.“

„„ატლეტიკოსთან“ მატჩზე არ ვფიქრობ და ვთვლი, რომ ახლა პრიორიტეტი „ინტერია“. მე ვერ შევაფასებ სიმეონეს გუნდის მზადებას და ასე შემდეგ.“

„ბროზოვიჩის სახით მილანურ კლუბს შესანიშნავი მოთამაშე ჰყავს, ის ეფექტურია, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ბურთის ფლობის მხრივ, ამ მოთამაშეს არაფერი დაეწუნება.“

„ალაბას იმედი მაქვს, ძალიან მიხარია, რომ ავსტრიელი სამეფო კლუბის რიგებს შემოუერთდა. დავიდს კარგად ესმის თანაგუნდელების და ადაპტაცია უმოკლეს დროში გაიარა.“

„„ინტერთან“ ძალიან მძიმე დანაკლისი გვექნება ბენზემას სახით, ფრანგის შემცვლელი არამხოლოდ „ბლანკოსში“, არამედ მსოფლიოში არ მოიძებნება. ჩვენ ვეცდებით, რესურსი სრულად ავითვისოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 6 დეკემბერი 2021
  • 3293
  • 1

1

6 დეკემბერი 2021 18:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2622
მბაპესაც ბევრი ჰეითერები გამოუჩნდნენ ამ საიტზე რატომღაც. მაგ ხალხს მინდა ვკითხო, ნეტა უკეთესი ვინ მოგყავთ, მომავლის გუნდისთვის. მბაპე მინიმუმ 10 წლიანი პროექტია და დღესდღეობით ვინაა მაგაზე უკეთესი რეალისთვის, ეგეთი დიდი პერსპექტივით. ???

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)