კასილასი დარწმუნებულია კოულის ტრანსფერში

მადრიდის რეალის მეკარე იკერ კასილასი დარწმუნებულია, რომ ეშლი კოული ზაფხულში მადრიდის რეალს შეუერთდება. როგორც მოგეხსენებათ ჟოზე მოურინიოს ძალიან სურს ყოფილი შეგირდის გადმობირება. ამ ტრანსფერის შესახებ კასილასმა ინგლისურ გამომცემლობა The Sun-თან ისაუბრა.


"გავრცელდა ხმები თითქოს რეალს კოულის შეძენა სურს, მე ამ ტრანსფერს მივესალმები. კლუბის მესვეურებთან უკვე მქონდა მცირე საუბარი, მათ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეშლი შემოგვიერთდება. ჩემი აზრით მისი ნაბიჯი გამართლებული იქნება მისი კარიერისათვის."

"ინგლისის ნაკრების წარუმატებლობამ მას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა, ამიტომ აუცილებელია შეიცვალოს გარემო. მასზე უკეთ არავინ იცის როგორ უნდა იმუშაო ჟოზეს ხელმძღვანელობის ქვეშ და დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მადრიდის რეალი დიდ წარმატებას მიაღწევს."

"მოურინიო ცნობილია იმით, რომ ის ყიდულობს ფეხბურთელებს და შემდეგ ისინი თავიანთ პოზიციაზე საუკეთესონი ხდებიან, ეშლისთან კი ჟოზეს ინდივიდუალური მუშაობა არ დაჭირდება, რადგან ის უკვე არის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველი. ჟოზე კარგად იცნობს მას და დარწმუნებული ვარ კოულსაც სურს რეალში გადმობარგება."

შეგახსენებთ მოურინიომ კოული 2006 წელს არსენალიდან ჩელსიში გადაიბირა, სავარაუდოდ პორტუგალიელი მას მადრიდის რეალშიც გადმოიყვნს.

ინფორმაციის წყარო: Goal.Com
dle 10.1

  • SunSay
  • 14 ივლისი 2010
  • 1552
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)