ბუტრაგენიო:„ლუკა იოვიჩის შრომა უნდა დაფასდეს“

ემილიო ბუტრაგენიომ „სოსიედადისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება შეაფასა...


„მთავარი ყოველთვის 3 ქულა და გამარჯვებაა, მაგრამ როდესაც ამას დამსახურებით აკეთებ, ორმაგად სასიამოვნო ხდება. ინდივიდუალურ დუელებში მტკიცე უპირატესობა გვქონდა, თამაში ჩვენი კარნახით მიმდინარეობს და აბსოლუტური უპირატესობა ვიგდეთ ხელთ. ვინისიუსი საოცარი ფეხბურთელია, მისი ხილვა მოედანზე ფეხბურთის ყველა მოყვარულს აღაფრთოვანებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლუკა იოვიჩის ასპარეზობა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტიც ძალიან მაღალი იყო. სერბს სამუშაო უნდა დაუფასდეს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ მის ნიჭში.“

„ბენზემას მნიშვნელობის შესახებ ბევრ საუბარს არ ვაპირებ. ფრანგი ჩვენთვის ფასდაუდებელი ფიგურაა, ამიტომ მოუთმენლად ველით, სამედიცინო შტაბის სრულფასოვან დასკვნას. იმედი გვაქვს, ყველაფერი წესრიგშია და „9“-იანი მოედანს მალე დაუბრუნდება.“

„გუნდში არსებული ატმოსფერო საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, რაც ნაჩვენებ შედეგებზეც აისახება. ჩვენ ლა ლიგაში სოლიდური უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ ჯერ ჩემპიონატის შუაშიც არ ვართ, ამიტომ მაქსიმალური ყურადღებით და კონცენტრაციით ყოფნა გვმართებს. დიახ, ესპანეთის შიდა პირველობის უმთავრესი ფავორიტები ვართ, მაგრამ თუ დინამიკა შეიცვლება, სიტუაციას გავირთულებთ, ამიტომ ბევრს ვიმუშავებთ და ისეთივე პასუხისმგებლობით გავალთ მოედანზე, როგორც აქამდე ვაკეთებდით.“

„ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზური უკვე გარანტირებული გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელების მთავარი მიზანი „ინტერის“ წინააღმდეგ გამარჯვება იქნება. ბერნაბეუზე გამარჯვება გვმართებს.“

„აზარის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანას არ ვაპირებთ. ბელგიელი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ხშირად დაგვეხმარება.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 დეკემბერი 2021
  • 1034
  • 2

1

5 დეკემბერი 2021 13:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
იქნებ ამანაც დაიწყოს თამაში და უფრო გავძლიერდებოდით

2

5 დეკემბერი 2021 13:12

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32764
  • |
  • კომენტარები: 270
ციტატა: Hala madrid1902
იქნებ ამანაც დაიწყოს თამაში და უფრო გავძლიერდებოდით


ინტერთან ბენზემას თამაში გამორიცხულია და ყველა ვარიანტში ლუკას დააყენებს. დამატებითი შანსია ეგ, რომელიც უნდა გამოიყენოს.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)