ანჩელოტი:„ბენზემას მდგომარეობის გარკვევას მოუთმენლად ველი“

ანჩელოტიმ „სოსიედადთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდმა სრულფასოვანი მატჩი ითამაშა, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. ყველაფერს ვაკონტროლებდით და ნახევარდაცვა მობილური გახლდათ. ვფიქრობ, მადრიდის „რეალმა“ ძალიან ეფექტური სერია გამოაცხო.“

„იოვიჩის და ბენზემას შედარება არ შეიძლება, ვინაიდან სერბს ფრანგთან შედარებით ბევრად ნაკლები გამოცდილება აქვს, მაგრამ ლუკასგან მაქსიმუმი უნდა მივიროთ, მას ცენტრ-ფორვარდად თამაში შესანიშნავად შეუძლია.“

„მეტოქე მრისხანე იყო, მაგრამ ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით და გამარჯვება სავსებით ლოგიკური იყო.“

„მეტოქეებთან უკვე სოლიდური და ძალიან კომფორტული სხვაობა შევქმენით, თუმცა მოდუნების უფლება არ გვაქვს. როდესაც გუნდს ლა ლიგის მოგება სურს, მაქსიმალური სტაბილურობა უნდა გამოიჩინოს.“

„ბენზემა „ინტერთან“ არ ითამაშებს, ეს გამორიცხულია. იძულებული გავხდი, რომ ცვლილება განმეხორციელებინა. ვიმედოვნებ, ფრანგი ხელმისაწვდომი იქნება „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ. „9“-იანის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებას მოუთმენლად ველი.“

„ბარსელონას მარცხი? ჩავი ახალ გუნდს აყალიბებს.“

„როგორც გითხარით, იოვიჩი კარგი ფორვარდია და მაქსიმალურად ცდილობს ბოძებული შანსის გამოყენებას. მსურს, სერბს მივულოცო ეს საღამო.“

„ჩვენი დაცვის რგოლი მილიტაოს და დავიდ ალაბას დუეტით შესანიშნავია. ინდივიდუალურ დონეზე ორივე მოთამაშე უმაღლეს კლასს ფლობს, ისინი ერთად თამაშს ცდილობენ, კურტუა კი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია.“

„მადრიდულ დერბის თავდაჯერებულობით და დიდი უპირატესობით ვხვდებით. ვიცით, რომ ემოციებს აყოლა არ შეიძლება. ახლა აქცენტს „ინტერზე“ გადავიტანთ, შემდეგ კი „ატლეტიკოს“ ჯერიც დადგება.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 დეკემბერი 2021
  • 1920
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)