ანჩელოტიმ კამავინგას „განვითარების პროგრამა“ შეადგინა

ედუარდო კამავინგას ნიჭსა და მოტივირებულობაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ კარლო ანჩელოტი ფრანგ ფეხბურთელთან სერიოზულ მუშაობას აპირებს. იტალიელი მიიჩნევს, რომ ედუარდომ ბევრი ასპექტი უნდა გააუმჯობესოს...


იმპულსურობა, გამოუცდელობა, სიზუსტე, მიზანმიმართულობა, მეტი ფიზიკა, ჩამშლელ ნახევარმცველად თამაში და დაცვაში მეტი სარგებელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის დასახვეწად კამავინგა ძალიან ბევრს იმუშავებს, ამაში კი ფეხბურთელს კარლოს შვილი, დავიდე ანჩელოტი და ფიზ.მომზადების სპეციალისტი ანტონიო პინტუსი დაეხმარებიან.

კამავინგა ძალიან სწრაფია, მაგრამ ხშირად აქვს პოზიციური პრობლემები, რაც „ბლანკოსის“ ბალანსს არღვევს, ანჩელოტის გუნდის წარმატების გასაღები კი სწორედ ბალანსია.

კარლიტო მიიჩნევს, რომ კამავინგას დაცვაში გაცილებით უკეთ თამაში შეუძლია, ვიდრე ახლა გვიჩვენებს. ამის ბრწყინვალე მაგალითია კაზემირო, რომელიც კარიერის სტარტზე შემტევ ნახევარმცველად ითვლებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში სულ სხვა პოზიცია მოირგო.

რაც შეეეხება იმპულსურობას და ხშირ შემთხვევაში სიუხეშეს, ეს კომპონენტი ძირითადად ასაკის ბრალია და ყველაფერს გამოცდილება მოიტანს, თუმცა ანჩელოტის მოვლენების დაჩქარება და ფეხბურთელის დროულად ჩამოყალიბება სურს. dle 10.1

  • Hala
  • 4 დეკემბერი 2021
  • 1050
  • 3

1

4 დეკემბერი 2021 13:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
მებრძოლი ტიპია და მაგარი გაიზრდება

2

4 დეკემბერი 2021 17:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4901
ჯერჯერობით ძაან ხეპრე ტიპია და იმედია ნორმალირი ვინმე დადგება

3

4 დეკემბერი 2021 21:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
ჯერჯერობით ძაან ხეპრე ტიპია და იმედია ნორმალირი ვინმე დადგება

18 წლოის ბიჭი საფრანგეთის ნაკრების და რეალის წევრი რომ ხარ უკვე და პლიუს ორივეგან უკვე გაქვს სადებიუტო გოლი გატანილი ხეპრე ვერ იქნები, უბრალოდ ასე პატარა ასაკში გამოუცდელობა ბევრს შვება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)