ანჩელოტი: „ეს მოსალოდნელი იყო, რადგან...“

კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკთან“ მოგებული თამაში ჟურნალისტებთან შეაჯამა.


„მეორე ტაიმში განვითარებული მოვლენები? ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, ვინაიდან მეტოქეს ჩვენზე გაცილებით მეტი დრო ჰქონდა დასვენებისთვის. პირველი ნახევარში კარგად ვიასპარეზეთ, თუმცა მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით მომეწონა. მართალია, საკმაოდ დიდი ზეწოლის ქვეშ მოგვიწია ასპარეზობა, მაგრამ თავი გავართვით რთულ ამოცანას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ბიჭებმა მტკიცე ხასიათი და თავგანწირულობა გამოავლინეს. „რეალი“ არასდროს ყრის ფარ-ხმალს. ასეთ სიტუაციაშიც კი შეუძლია გამარჯვებული გამოვიდეს და სწორედ ამიტომ ვარ ნასიამოვნები.“

„შეხვედრის მიწურულს დაღლილობამ იჩინა თავი და ეს ნორმალურია, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოწინააღმდეგეს უფრო მეტი დღე ჰქონდა მოსამზადებლად. ვგონებ, შემდეგი დაპირისპირებისთვის გარკვეულ ცვლილებებს უნდა მივმართო.“

„როდესაც მინიმალური ანგარიშით იგებ, ყოველთვის ხდება ასეთი ზეწოლა და ყოველთვის სუფევს დაძაბულობა. ცხადია, განხვავებული სურათია 2-0-ისა და 3-0-ის დროს.“

„ახლა დროა მომდევნო პაექრობებზე ვიფიქრო. დიახ, კმაყოფილი ვარ ჩემი შეგირდების გარჯით.“

„რა თმა უნდა, გარკვეული სათამაშო ასპექტები საჭიროებს გაუმჯობესებას. ტიბო დიდებულად გამოიყურება, ის ფაქტობრივად ყველაფრის მოგერიებას ახერხებს, მათ შორის ვარჯიშებზეც, სადაც თავდამსხმელებს გოლის გატანის საშუალებას არ აძლევს (იცინის).“

,,აზარი არ ვათამაშე, რადგან მას მეორე ტაიმში სათანადოდ ვერ გამოვიყენებდი. პაექრობას სხვაგვარი მიმდინარეობს ჰქონდა, ბელგიელი მალე გამოჩნდება მინდორზე.''

„ჩემი კარიერის განმავლობაში არა ერთ კარგ მეკარესთან მიმუშავია. ნავასი, კასილიასი, ნოერი და ა.შ.“

„ბენზემას ეპიზოდში აშკარად თამაშის წესის დარღვევა იყო, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.“

„„ატლეტიკის“ ჰქონდა შანსები, განსაკუთრებულ მეორე ტაიმში. საწყისი წუთები კი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა.“

BD dle 10.1


1

2 დეკემბერი 2021 10:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ხალხი თუ არ დაასვენა ამან, იანვარში გუნდი გადაიწევა. მოდრიჩი როგორ ახერხებს ამხელა დატვირთვის ატანას მიკვირს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)