ბენზემა კვლავ ოქროს გარეშე დარჩა?

როგორც იცით, დღეს საღამოს, საფრანგეთის დედაქალაქში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.


ესპანური პრესის ინფორმაციით, „ფრანს ფუტბოლის“ ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელად, კარიერის განმავლობაში მეშვიდედ დასახელდება ლეო მესი, ხოლო ბენზემა კი, კვლავ თამაშგარეში დარჩა. სამწუხაროდ, კარიმი იმ მაგიდაზე ვერ აღმოჩნდა, რომელზეც ლუკა მოდრიჩი 2018 წელს.

შეიძლებას ითქვას, „ცხრიანს“ არ გაუმართლა. მან სამეფო კლუბთან ერთად არა ერთი კოლექტიური ტიტული დაიბევა და მიუხედავად იმ ციფრებისა, რომლის წყალობითაც თავდამსხმელმა მსოფლიო ფეხბურთისა და „რეალის“ ისტორიაში დაიდო ბინა, ინდივიდუალური მიღწევები შორს არის მისგან. ამაში კი წვლილი მესისა და რონალდუს მიუძღვით, რომლის ეპოქაშიც მოუწია ბურთაობა.

როდესაც „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სია გამოქვეყნდა, ვეტერანმა თუ მოქმედმა ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და უბრალოდ ლიდერებმა, მყისვე დაიწყეს საუბარი ბენზემას დამსახურებაზე. საფეხბურთო საზოგადოება შეთანხმდა, რომ ასეთი კარიერისა და ზოგადად განვლილი წლების ფონზრე, ის აუცილებლად იმსახურებდა აღნიშნული აღიარების მოპოვებას. მხარდამჭერებს იმედი ჰქონდათ, სამართლიანი გამოკითხვა გაითვალისწინებდა მის ღვაწლსაც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში, თუმცა ევროპის ჩემპიონატის უტიტულოდ დასრულების შემდეგ, შანსები მკვეთრად შემცირდა.

2021 წლის მანძილზე, ბენზემამ „რეალის“ რიგებში 46 შეხვედრა ჩაატარა. აღნიშნულ შეხვედრებში მან 30 შედეგიანი დარტყმა განახორციელა და 9-ჯერ გაატანინა თანაგუნდელებს. „მამლების“ რიგებში დაბრუნების შემდეგ კი, 4 გოლი ჩაითვალა ბებერი კონტინენტის პირველობაზე.

ბოლო 2 თვის განმავლობაში, ბენზემას არა ერთი ლეგენდარული ფიგურა გამოეხმაურა: „კარიმი აუცილებლად იმსახურებს „ოქროს ბურთს.“ არსებული მომენტისათვის, ის საუკეთესოა. მის კარიერაში მნიშვნელოვანი დრო დგას და იმედია, ჯილდოთი დაგვირგვინდება“ - აღნიშნა ზიდანმა.

„ნაბიჯ-ნაბიჯ ბენზემა აჩვენებს თავის შესაძლებლობებს. ფრანგი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს არა მხოლოდ მიმდინარე სეზონისთვის, არამედ მთლიანი კარიერისთვის“ - დასძინა ლუიშ ფიგუმ.

„ვიმედოვნებ, აუცილებლად მოიგებს, ვინაიდან ყოველთვის მაღალ დონეზე ასპარეზობს“ - უთხრა ჟურნალისტებს მოდრიჩმა.

„კარიმი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ საფრანგეთის ნაკრებში გამოდის. ჩვენს საქმე გვაქვს დიდებულ მოთამაშესთან“ - განაცხადა დიდიე დეშამმა.

MARCA dle 10.1


1

29 ნოემბერი 2021 15:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ონლაინ კაზინოში შედის ტოტალიზატორები?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)