„რეალი“ თუ „ბარსა“ - ვინ ლიდერობს „ოქროს ბურთზე?“

მადრიდელებისა და კატალონიელების დაპირისპირება ღირსეულ ადგილს იკავებს „ოქროს ბურთის“ 65 წლიანი ისტორიის განმავლობაში.


France Football-მა ჯერ კიდევ 1956 წელს დააწესა აღნიშნული ჯილდო წლის საუკეთესო ფეხბურთელისათვის. მას შემდეგ, 64-ჯერ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია, საიდანაც 23 შემთხვევაში, „რეალის“ ან „ბარსელონას“ მოთამაშე გამოარჩიეს და აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ, სხვა კლუბის წევრს არ მოუგია ის.

არსებული მომენტისათვის, „ბლაუგრანა“ მცირე უპირატესობით ლიდერობს, ვინაიდან „ოქროს ბურთმა“ 12-ჯერ აიღო გეზი კატალონიისკენ. სხვადასხვა პერიოდში აღიარების მოპოვება შეძლეს ლუის სუარესმა, კრუიფმა (ორჯერ), სტოიჩკოვმა, რივალდომ, რონალდინიომ და მესიმ (ექვსჯერ).

რაც შეეხება სამეფო გუნდს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ მუზეუმში 11 „ოქროს ბურთი“ ინახება და ამაში წვლილი მიუძღვით: ალფრედო დი სტეფანოს (ორჯერ), რაიმონ კოპას, ფიგუს, რონალდოს, კანავაროს, კრიშტიანუ რონალდუსა (ოთხჯერ) და მოდრიჩს. სამწუხაროდ, ზიდანმა, ოუენმა და კაკამ სხვადასხვა კლუბის მაისურით დაიბევეს პრესტიჟული ტროფეი, ხოლო 1989 წელს, ლეგენდარულმა დი სტეფანომ ფრანგული ჟურნალისგან „სუპერ ოქროს ბურთი“ მიიღო. მაშინ, დიადმა ალფრედომ ისეთი კონკურენტები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც არიან: ბეკენბაუერი, პლატინი, კრუიფი, რუმენიგე და კიგანი.

AS dle 10.1


1

29 ნოემბერი 2021 13:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 966
ფიგუმ ბარსაში ჩატარებული სეზონით მოიგო ოქროს ბურთი და რეალში წარადგინა, ბრაზილიელმა რონალდომაც ბარსაში მოიგო და ინტერში წარადგინა, მესიმ თუ მოიგო წელს ანალოგიურად ბარსაში ჩატარებული სეზონით იგებს. ანუ რეალურად 15 ჯერ აქვს ბარსელონას მოგებული.

რაც შეეხება რეალს, კანავარომ იუვენტუსში მოგებული ბურთი წარადგინა და ფიგუმ ბარსელონაში. ანუ რეალში ჩატარებული სეზონის გამო 9 კაცმა მოიგო ოქროს ბურთი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)