ჩემპიონებმა გამარჯვება მადრიდის ქუჩებში იზეიმეს...

ეიფორია, ვნება, სიხარული, სიგიჟე... ათობით მილიონი ესპანელი გულშემატკივარი ზეიმობდა მშობლიური ქვეყნის ტრიუმფალურ გამოსვლას მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე. ყველაზე მეტი ქომაგი, ესპანეთის დედაქალაქში შეიკრიბა, "ფურია როხას" ფეხბურთელებმა სწორედ მადრიდში მოაწყეს პირველი საზეიმო მსვლელობა.


ჩემპიონებმა გამარჯვება მადრიდის ქუჩებში იზეიმეს...


ესპანური დროით 15:00 საათზე, სამხრეთ აფრიკიდან პირინეელი ფეხბურთელები დაბრუნდნენ. აეროპოროტში, გმირების დასახვედრად უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა. თვითმფრინავიდან პირველად, იკერ კასილასი, ვისენტე დელ ბოსკე და დავიდ ვილა ჩამოვიდნენ. ესპანელთა კაპიტანს მარჯვენა ხელს, მსოფლიოს თასი უმშვენებდა, მოგვიანებით იკერმა თასი მაღლა აღმართა და ფანების ოვაციებიც დაიმსახურა.

ჩემპიონებმა გამარჯვება მადრიდის ქუჩებში იზეიმეს...


ფეხბურთელთა პირველი გაჩერება, სამეფო სასახლე იყო, სადაც "ფურია როხას" მოთამაშეები, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსს შეხვდნენ და მისგან საკმაოდ თბილი სიტყვები მოისმინეს. დონ ხუანმა, ყველაზე მეტად ხავი, ინიესტა და ხაბი ალონსო შეაქო, ხუან კარლოსმა მათ გმირები უწოდა... "თქვენ ხართ ესპანური ფეხბურთის გმირები... ვისენტე დელ ბოსკე ბრწყინვალე პიროვნება და უბრალოდ დიდებული სპეციალისტია, რომელმაც უმაღლესი დონის ოსტატებთან ერთად მოახერხა მსოფლიო თასის ესპანეთში ჩამობრძანება. იკერ კასილასზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს... მას მხოლოდ ორი სიტყვით დავახასიათებ - იგი ესპანეთის სული და გულია..."

ჩემპიონებმა გამარჯვება მადრიდის ქუჩებში იზეიმეს...


სამეფო სასახლის დატოვების შემდეგ, ესპანელი ფეხბურთლები, მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდნენ და მათი კომპლიმენტები მოისმინეს. "გილოცავთ ამ დიდებულ გამარჯვებას. ეს ტირუმფალური სვლა თითოეული თქვენგანის დამსახურებაა და არა ცალკეული ფეხბურთელების... სამხრეთ აფრიკაში ესპანეთმა გუნდური გამარჯვება მოიპოვა, ეს კი დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე მნიშნვნელოვანია."

ჩემპიონებმა გამარჯვება მადრიდის ქუჩებში იზეიმეს...


ესპანელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთელებმა ზეიმი მადრიდის ქუჩებში გააგრძელეს. მილიონობით ესპანელი გულშემატკივარი გამოვიდა ქუჩაში, გმირების დასახვედრად... "ინჩასები" მთელი დღე-ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ, საყვარელი გუნდის ტრიუმფალურ გამოსვლას მუნდიალზე...

ჩემპიონებმა გამარჯვება მადრიდის ქუჩებში იზეიმეს...



By Kevlisha... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)