ვინის მე-5 შედევრი

მადრიდის სუსხიან საღამოს, ყველაფერი ყაიმისკენ მიდიოდა, თუმცა ვინისიუს ჯუნიორმა მატჩის ბედი გადაწყვიტა.


ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფრთაზე მიიღო მილიტაოს გრძელი პასი, შემდეგ ცენტრისკენ შეიწია, ბურთი გაისწორა და შესანიშნავი გოლი აჩუქა „სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკას. საკმაოდ გამოსარჩევი იყო მისი აღნიშვნაც. ახალგაზრდა შემტევმა ჯერ ცნობილი ჟესტით ყველას დამშვიდებისკენ მოუწოდა, ხოლო როდესაც გულშემატკივრებმა მისი გვარის სკანდირება დაიწყეს, „რეალის“ გერბს ემთხვია და თითის მიბჯენით ხაზი გაუსვა კლუბის სიძლიერეს. ამით, ფეხბურთელმა ერთგვარი გზავნილიც გაუშვა პარიზისაკენ, სადაც მისი გადაბირება აქვთ განზრახული.

„სევილიას“ კარში შესრულებული დარტყმა, ვინისთვის მე-5 შედევრია მიმდინარე სეზონში. ალბათ, ყველას გახსოვთ მისი საოცარი მოქმედებები „შახტარის“ წინააღმდეგ, არა ერთი გაბრუებული და დაბნეული მოწინააღმდეგე, რასაც გოლიც მოჰყვა. მანამდე იყო პატარ-პატარა გამონათებები „ელჩესა“ და „ლევანტეს“ წინააღმდეგ. ამ ყველაფერს კი სამხრეთ ამერიკული „ელ კლასიკო“ აგვირგვინებს და მის მხრიდან არგენტინელი ვიზავისთვის შესრულებული ე.წ. ლამბრეტა ფინტი.

ანდალუსიელების წინააღმდეგ მატჩი საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა ვინისთვის. საწყისი წუთებიდან მოყოლებული, მოთამაშე უკვე ნაცნობი ეფექტურობით ვერ გამოირჩეოდა, თუმცა ის დაელოდა შანსს და შედეგიც სახეზეა. მსგავსი შესაძლებლობები ნებისმიერ სპორტსმენს დიდებულს ხდის და ცხადია, გამონაკლისი არც მადრიდელია. რიო დე ჟანეიროს მკვიდრი „სანტიაგო ბერნაბეუს“ ახალ კუმირად იქცა.

წლეულს, ვინისიუსი უკვე 11 გოლს მოითვლის (9 ლა ლიგაზე და 2 ჩ/ლიგაზე) და ამას 7 ასისტიც ემატება (საერთო ჯამში 18 დაპირისპირებაში). აღნიშნული ციფრები ნამდვილად საოცარია, ვინაიდან მხოლოდ განვლილ სეზონში, მან მოწინააღმდეგის 6-ჯერ დამწუხრებას 46 პაექრობა მოანდომა. ფეხბურთელმა ზაფხულის შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ამაში ლომის წვლილი, ვის თუ არა, კარლო ანჩელოტის მიუძღვის. იტალიელის მეთვალყურეობის ქვეშ, 21 წლის ჭაბუკის ახალ მწვერვალებს იპყრობს.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)