კურტუა: „ვინიმ დიდებული გოლი გაიტანა“

„სევილიასთან“ მატჩის უკანასკნელ წუთზე, ტიბო კურტუამ გმირობა ჩაიდინა. ბელგიელმა მეკარემ შესანიშნავი რეაქციის წყალობით, რეალური საგოლე მომენტი გაანეიტრალა.


„აღსანიშნავია, რომ ანდალუსიელების წინააღმდეგ ასპარეზობა ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული. ემერის საკმაოდ შრომისმოყვარე კოლექტივი ჰყავს. განვლილ მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩა. დარწმუნებული ვარ, მომდევნო დაპირისპირებაში გავაუმჯობესებთ ხარისხს. მწვრთნელის ჩარევის შედეგად, მეორე ნახევარში გუნდი უკეთესად ათამაშდა და სწორედ „რეალი“ იმსახურებდა 3 ქულის აღებას. ვინი მთელი შეხვედრის განმავლობაში მონდომებული იყო და შემდეგ უკვე დიდებული გოლი გამოაცხო.“

„ბრაზილიელ ფეხბურთელს არცთუ ისე საუკეთესო მატჩი ჰქონდა, თუმცა მას ნებისმიერ მომენტში შეუძლი გარდამტეხი როლის თამაში. აი, ამას ველოდებით ყოველთვის მისგან. ის ვარჯიშებზე ძალებს არ ზოგავს.“

„მეორე ნახევარი შედარებით მსუბუქი გამოდგა ჩვენთვის. თამაშის მიწურულს სეივის გაკეთება მომიხდა. მთავარია, მორიგი გამარჯვება ჩავიწერეთ აქტივში.“

„როდესაც შესვენებაზე 1-1 ანგარიშის პირობებში გავედით, ვგრძნობდით, რომ შეგვეძლო ტაბლოზე სასურველი შედეგის დაფიქსირება. წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს გულშემატკივრებმაც. ვალვერდემ და კამავინგამ მნიშვნელოვანი მუხტი შემოიტანეს.“

„„რეალი“ ნაყოფიერად ასპარეზობს და ახერხებს შეხვედრების მოგებას. ოთხშაბათს, მომდევნო მოწინააღმდეგეს მივიღებთ საკუთარ სტადიონზე „ატლეტიკის“ სახით, შემდეგ კი „რეალ სოსიედადს“ დავუპირისპირდებით, რასაც მოჰყვებიან „ინტერი“ და „ატლეტიკო.“ რა თქმა უნდა, რთული კალენდარია, თუმცა ჩვენ ტიტულებზე მოწყურებულნი ვართ.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)