ანჩელოტი: „მისი დამოკიდებულება მაოცებს“

კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან შეაფასა „სევილიასთან“ მოპოვებული გამარჯვება.


„„სევილიამ“ დაგვანახა საკუთარი პოტენციალი, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. საწყის წუთებში დაუბალანსებელ ფეხბურთს ვთამაშობდით, თუმცა ანგარიშის გაქვითვის შემდეგ გამოვასწორეთ. საბედნიეროდ, გაგვიმართლა და გამარჯვების გოლიც გავიტანეთ. ალბათ, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, თუმცა წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით.“

„ვალვერდემ და კამავინგამ დიდი ენერგია შემოიტანეს მატჩის მიმდინარეობაში, რაც სადავეების მეტად გაკონტრელებისათვის ნიშანდობლივი იყო. შემდეგი ჯახი 3 დღეში გვიწევს, შემადგენლობის გადახალისებას არ გამოვრიცხავ.“

„ვინისიუსის ნიჭიერების შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება, მაგრამ მისი დამოკიდებულება გოლებისადმი, ნამდვილად მაოცებს. ის ძალიან შედეგიან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მასში არის რაღაც განსაკუთრებული. ანდალუსიელების კარში დიდებული გასროლა განახორციელა.“

„ბენზემას სათამაშო კლასი თვალშისაცემია. ფრანგ ფეხბურთელს დიდი სიამოვნებით მივცემდი ოქროს ბურთს. მესი? მის დაჯილდოვებაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ჩემი გუნდის წევრი არ არის, კარიმი კი მადრიდელია.“

„ვინიზე პენალტი? აღნიშნული ეპიზოდი არ მინახავს. როგორც ჩანს, არაფერი ყოფილა. „ვარ“-ი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რაც მსაჯს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს. განვლილ უქმეებზე გარკვეული შეცდომები ვიხილეთ მის მუშაობაში.“

BD dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (366)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)