ლოპეტეგიმ აღიარა: „პრობლემები გვაქვს“

„სანიტიაგო ბერნაბეუზე“ ვიზიტის წინ, ხულიენ ლოპეტეგიმ პრეს-კონფერენცია გამართა.


„ჩვენს წინაშე იქნება პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილის ლიდერი და უბრალოდ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. ისინი შესანიშნავ კონდიციებში არიან. მიმდინარე სეზონში „რეალის“ ფეხბურთი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სასწორზე მორიგი 3 ქულა დევს. მადრიდელების დამარცხებისათვის მაღალ დონეზე ასპარეზობაა საჭირო.“

„ფაქტია, რომ ვინისიუსმა თვალსაჩინო პროგრესი განიცადა. ის შესანიშნავად გამოიყურება, როგორც მისი თანაგუნდელები. შედეგის მიღწევისათვის, საკუთარ შესაძლებლობაზე ფოკუსირება გვმართებს და არა მეტოქეზე ყურება.“

„საკადრო თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემებს განვიცდით. ტრავმირებულ მოთამაშეებს, კიდევ რამდენიმე დაემატა, რომლებსაც ამ კვირაში სრულფასოვნად არ უვარჯიშიათ. დიეგო კარლოსის თამაში? ხვალ ვნახავთ, შეძლებს თუ არა ასპარეზობას ის და კიდევ მისი რამდენიმე პარტნიორი. მადრიდში 22 მოთამაშით მივემგზავრებით.“

„განსაკუთრებული დაპირისპირება? ჩემი წარსული არაფერ კავშირშია. გუნდმა 3 ქულისთვის უნდა იბრძოლოს მეტად მნიშვნელოვანი მეტოქის წინააღმდეგ.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)