ანჩელოტი: „მისი თამაში გამორიცხულია“

კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ მატჩინსწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებას ამომწურავად უპასუხა.


„მომავალი პაექრობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს „რეალისგან.“ მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური ფეხბურთელებით. ჩვენ დინამიკა მოწოდების სიმაღლეზეა. საუკეთესო თამაში უნდა შევთავაზოთ სევილიელებს.“

„ჩემს ინტერვიუში იტალიურ გამოცემასთან, კლუბის მომავალზე ვისაუბრე, რაც ყოველთვის ნათელი იყო. სტადიონზე, ახალგაზრდა მოთამაშეებზე და ა.შ. შეიძლება ითქვას, კლუბის ძალიან დიდებული დღეები ელოდება წინ. ცხადია, კონკრეტული გვარები არ მიხსენებია. ჩვენს შემადგენლობაში შესანიშნავი ფეხბურთელები ასპარეზობენ.“

„ვალვერდე პაექრობის განაცხადში დაიდებს ბინას. მას პრობლემები აღარ აწუხებს და თავს დიდებულად გრძნობს. ალაბას მცირე დისკომფორტი აღენიშნება. მას დავაკვირდებით და მხოლოდ ხვალ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, გარისკვას არ ვაპირებთ. რაც შეეხება აზარს, ვირუსმა გარკვეული გავლენა მოახდინა მოთამაშეზე. ის ჯერ მზად არ არის. ბეილი და სებალიოსი კი აგრძელებენ სარეაბილიტაციო პროცესს.“

„არ ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ სტადიაზე „ბლანკოსი“ იქნება ერთადერთი ესპანური გუნდი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.“

„განახლებულ „ბერნაბეუზე“ ვხედავ საკუთარ თავს. მბაპესა და ჰოლანდზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.“

„აზარის შემთხვევაში უიღბლობამ იჩინა თავი. მას ძალიან უნდა მოედანზე დაბრუნება და გუნდისათვის დახმარების გაწევა. გადატანილი ვირუსის გამო, სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, თუმცა ბელგიელი მალე ჩადგება მწყობრში.“

„რა თქმა უნდა, როტაცია დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე. ვეცდები, საუკეთესო შემადგენლობა გავიყვანო მოედანზე. თუ დავინახავ, რომ რომელიმე ფეხბურთელი დაღლილად გრძნობს თავს და კონდიციებიდან ამოვარდნილია, სხვა მოთამაშით ჩავანაცვლებ. სხვა შემთხვევაში კორექტირების შეტანას არ ვაპირებ, ვინაიდან სწორი მიმართულებით მივდივართ. სეზონი საკმაოდ გრძელია. მარტისა და აპრილის თვემდე დიდი დროა დარჩენილი.“

„კმაყოფილნი ვართ ამ მომენტისათვის არსებული შედეგით. დიახ, გარკვეული ასპექტები საჭიროებენ გაუმჯობესაბასაც. ჩვენ მიზანია, რომ რაც შეიძლება სასურველ პოზიციაში შევხვდეთ საშობაო არდადეგებს. მე ძალიან მიყვარს ეს კოლექტივი. ხარისხი და ვეტერანების გამოცდილება სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის გასახდელში.“

„ბარნეტის განცხადება წავიკითხე. აღნიშნულ პიროვნებას არ ვიცნობ. ის ბეილის წარმომადგენელია, თუმცა მისი სიტყვები არანაირ კავშირშია მოთამაშესთან. გარეთი დიდ პატივს სცემს გულშემატკივრებს და საპირისპიროდაც იგივეს იღებს. უელსელი ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, ვისაც მადრიდის პუბლიკამ დაუსტვინა.“

„ვინისიუსი მოწოდების სიმაღლეზე ვერ გამოიყურებოდა ტირასპოლში, თუმცა ეს გადაღლილობასთან არანაირ კავშირშია. ის ყოველთვის მარცხენა ფრთაზე იასპარეზებს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება იმ მომენტში მისი თანაგუნდელი.“

„მბაპე და ჰალანდი? მე მომწონს კარგი ფეხბურთელები და ისინი სწორედ ასეთი არიან.“

BD dle 10.1


1

27 ნოემბერი 2021 16:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
საღოლ ადმინ

2

27 ნოემბერი 2021 17:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1803
დღეს რა აზრი გაქვთ თამაშებზე 100 ლარში რო დადოს კაცმა
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)