ციფრები - კარიმ ბენზემა შეუჩერებელია

დროთა განმავლობაში ფრანგი თავდამსხმელი საპატიო ადგილს იკავებს „რეალის“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს შორის.


„სევილიასთან“ მატჩი ბენზემასთვის 577-ე (395 ლა ლიგაზე, 116 ჩ/ლიგაზე, 44 სამეფო თასზე, 9 ესპანეთის სუპერ თასზე, 8 საკლუბო მუნდიალზე, 4 ევროპის სუპერ თასზე) იქნება მადრიდულ გრანდში. მიჩელისა და პირის უკან მოტოვების შემდეგ, ის ხოსე ანტონიო კამაჩოს გაუთანაბრდება და კლუბის ისტორიაში ჩატარებული პაექრობებბის კომპონენტში, მე-8 პოზიციაზე გამაგრდება. მასზე წინ კი მხოლოდ ისეთ გვარები დარჩებიან, როგორებიც არიან: ხენტო (600), იერო (601), სანტილიანა (645), რამოსი (671), სანჩისი (710) კასილიასი (725) და რაული (741).

მსოფლიოს საუკეთესო კლუბის შემადგენლობაში, კარიმი უკვე 294 შედეგიან დარტყმას მოითვლის. „ბლანკოსის“ ყველას დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში, „ცხრიანი“ დი სტეფანოს (308), რაულსა (323) და რონალდუს (451) ჩამორჩება. რაც შეეხება უშუალოდ პრიმერა დივიზიონს, მისი მონაგარია 202 გოლი (დი სტეფანო - 216, რაული - 228 და რონალდუ 312).

ბენზემას დებიუტი „რეალის“ რიგებში 2009 წლის 28 აგვისტოს შედგა, ხოლო მე-100 გოლი 2014 წლის 18 იანვარს შეაგდო, „ბეტისთან“ დაპირისპირებაში. 2018 წლის 7 ნოემბერს, თავდამსხმელმა ჩ/ლიგაზე „ვიქტორია პლზენის“ წინააღმდეგ მე-200 გოლი ჩაითვალა აქტივში და ახლა უკვე შორს არ არის ის დღე, როდესაც 300-იანთა კლუბში შეაბიჯებს.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა ჩამონათვალშიც, ბენზემა ოთხეულს ამშვენებს - 76 ბურთი (64 „რეალის“ და 12 „ლიონის“ მაისურით). მასზე უკეთესო მაჩვენებელი ლევანდოვსკის (82), მესისა (123) და რონალდუს აქვთ (140). საერთო ჯამში მოთამაშემ ჩ/ლიგის 135 პაექრობაში მიიღო მონაწილეობა (116 „რეალში“).

და ბოლოს, ბენზემა შთამბეჭდავია ეროვნული ნაკრების დონეზეც. მიუხედავად რამდენიმე წლიანი უქმობისა, ის „მამლების“ რიგებში დაბრუნდა და გატანილი გოლების ნიშნული 36-მდე აიყვანა. კარიმის მიზანი პლატინის, გრიზმანის, ჟირუისა და ანრის მიღწევის გაუმჯობესება იქნება.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)