ანჩელოტი:„„რეალის“ კარი მბაპესთვის ღიაა“

იტალიურ გამოცემა Corriere Dello Sport-ს კარლო ანჩელოტიმ ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ მისცა...


„21-ე საუკუნეში ლა ლიგას ასეთი კონკურენცია არ ახსოვს. გრანდების გარდა ძალიან დიდი პროგრესი აჩვენეს „სოსიედადმა“, „სევილიამ“, „რაიო ვალეკანომაც“ კი. ეს არის დიდებული ჩემპიონატი, სადაც პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია.“

„ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, „რეალიდან“ არასდროს წავიდოდი და ამ კლუბში მთელი ცხოვრების განმავლობაში დავრჩებოდი. როგორც კი „ბლანკოსი“ კავშირზე გამოვიდა, წინადადებას მაშინვე დავთანხმდი, რადგან აქ ძალიან ბედნიერი ვარ. მიუხედავად პანდემიისა და არნახული ეკონიმიკური კრიზისისა, ბერნაბეუს რეკონსტრუქციის პროექტი 1 წუთითაც არ გაჩერებულა. ჩვენ სულ რაღაც 1 წელიწადში ვიხილავთ ულტრამოდერნიზებულ არენას, რომელიც მსოფლიოს გააოცებს.“

„მადრიდში არ იცვლებიან ჟურნალისტები, საფეხბურთო ექსპერტები, ანალიტიკოსები, რომლებიც ჩვენგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ. კლუბს აქვს სიდიადე და უცვლელი მიზანი, რომელსაც გამარჯვება ჰქვია.“

„მბაპე და ჰოლანდი? ზოგადად ტრანსფერები? ფრანგისთვის „რეალის“ კარი ყოველთვის ღია იყო და ახლაც ასეა. ლოტინს მადრიდთან ადრეც ჰქონდა კავშირი. სჯობს, ამაზე ახლა არ ვისაუბროთ, რადგან მბაპე სხვა კლუბში თამაშობს.“

„ლეონარდოს გადაწყვეტილებები და „პსჟ“-ს მხრიდან პატივისცემის ნაკლებობა? იცით, ახლა დაპირისპირებაში შესვლა არ მსურს, სხვა დროს სხვაგვარად ვისაუბრებდი, მაგრამ ახლა მხოლოდ სიმშვიდე მსურს. უკვე 46 წელიწადია ფეხბურთში ვარ და 30 წელიწადი სამწვრთნელო საქმიანობას ვეწევი. ამ ეტაპზე 1200 მატჩს გადავაჭარბე და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასაკი მომემატა და ცხოვრების სტილიც შევცვალე, ჩემთვის ამაზე საუბარი ახლა დამატებით პრობლემებს შექმნის, ამიტომ თავს შევიკავებ.“

„სიმართლე გითხრათ, არც მაშინ გავბრაზდები, როდესაც ფლორენტინო პერესი დამირეკავს და მეტყვის, რომ ჩემი მადრიდული კარიერა დასრულებულია.“

ანჩელოტი:„„რეალის“ კარი მბაპესთვის ღიაა“


„სუპერლიგა და ცვლილებები? ეს მე არ მეხება. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი მატჩების რაოდენობის შემცირებაა. შეუძლებელია ფეხბურთელებმა ამხელა დატვირთვებს გაუძლონ. სწორედ ამიტომ იმატებს ტრავმები, პრობლემები, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. საჭიროა ტურნირების მოდიფიკაცია, სადაც ფეხბურთელებს განტვირთვის საშუალება ექნებათ. უნდა დასრულდეს მატჩებში 10:0 დაფიქსირებული ანგარიში, რასაც თავისი მიზეზები აქვს და ასე შემდეგ. ზოგიერთი ფეხბურთელი უკვე უარს ამბობს ეროვნულ ნაკრებში წასვლაზე, რათა თავი აარიდოს არანორმალურ კალენდარს და დაზიანებებს.“

„მსოფლიო ჩემპიონატი 2 წელიწადში ერთხელ? ამ იდეას არ ვემხრობი, მიზეზი კი სულ ცოტა ხნის წინ განვმარტე. ეს მოითხოვს უფრო ინტენსიურ საკვალიფიკაციო ეტაპებს და გაზრდის მოთამაშეების დატვირთვას, რომელიც ისედაც არანორმალურია. მერწმუნეთ, ფეხბურთელები ხელფასის შემცირებასაც კი დათანხმდებიან, თუ მათ ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ და ნაკლებ მატჩს ჩაატარებენ.“

„იდიოტი უნდა იყოს მწვრთნელი, რომელსაც ჰყავს ვინისიუს ჟუნიორი და კონტრ-შეტევაზე არ დადებს ფსონს. „რეალი“ ამ მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობს, ვინაიდან ბრაზილიელს მოტოციკლეტის სისწრაფე აქვს. ჭკვიანი მწვრთნელი არის ის, ვინც ფეხბურთელების ადაპტირებას ცდილობენ და კონკრეტულ მატჩს, კონკრეტულ ტაქტიკას არგებენ.“

„იტალიის ნაკრებმა სასწაული მოახდინა და ჩემპიონი გახდა. მანჩინის გუნდმა უდიდესი პროგრესი აჩვენა და საოცარი კონკურენციის პირობებში მიაღწია წარმატებას. შეხედეთ საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, ბელგიის, ინგლისის ნაკრებებს, თქვენ მიხვდებით, რომ არაერთი სუპერ ნაკრები არსებობს. მჯერა, რომ რობერტოს გუნდი გამოწვევებს უპასუხებს და მუნდიალზე იასპარეზებს.“

„იტალიის ჩემპიონატში გარდამავალი პერიოდია. „ბებერ ქალბატონში“ ბევრი ცვლილება განხორციელდა და განახლების პროცესი მიმდინარეობს. „სკუდეტოსთვის“ არაერთი კლუბი იბრძოლებს, მათ შორის იქნებიან „მილანი“ და „ნაპოლი“. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მჯერა, რომ სულ მალე ძალიან დაძაბულო და წარმატებულ სერია A-ს მივიღებთ.“

„ფლორენტინოს დიდი გეგმები აქვს ივლისისთვის.“ dle 10.1

  • Hala
  • 28 ნოემბერი 2021
  • 1332
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)