10 კრახი მუნდიალზე

ახლა წარმოგიდგენთ იმ ადამიანთა, მწვრთნელთა და ნაკრებთა სიას, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ყველასათვის მოულოდნელად ვერაფრით ვერ დაამახსოვრეს თავი მაყურებელს...


10. კრიშტიანო რონალდო:

რა თქმა უნდა ყველაფერი მისი ბრალი არ იყო ნაკრების წარუმატებლობაში, მაგრამ როგორც გუნდის ლიდერს, მას უნდა ეხსნა გუნდი მძიმე მომენტში. ის ნამდვილად არ იქცეოდა ისე, როგორც ნამდვილ კაპიტანს შეჰფერის.

9. ხონას გუტიერესი

აქ კი ხონასის კი არა ყველაფერი მარადონას ბრალია. როგორ შეიძლება მუნდიალზე არ წაიყვანო ძანეტი და მის მაგირვად გუტიერესი ათამაშო, რომელმაც ისე ცუდად იასპარეზა, რომ თითონ დიეგომ მოხსნა შემადგენლობიდან.

8. ნიკოლას ანელკა

ასეთი კარგი საკლუბო სეზონის შემდეგ, მას შანსი მიეცა სანაკრებო დონეზეც წარმოეჩინა თავი, თუმცა მას ჩემპიონატზე საშინელება დაემართა. საწყის თამაშში მან ვერაფერი ქნა ისევე, როგორც მეორეში. ამის შემდეგ მან შეურაწყოფა მიაყენა გუნდის მთავარ მწვრთნელს, რის შედეგადაც იგი მოხსნილი იქნა ნაკრებიდან.

7. ოტო რეჰაგელი

ალბათ ყველას გაუკვირდება ამ ადამიანის შავ სიაში მოხვედრა, მაგრამ 2004 წელთან განსხვავებით ეს გუნდი ძალიან სუსტი იყო. თითქოს ამ ნაკრებს მწვრთნელი ჰყავდეს უკლასო, მაგრამ ეს ასე არ არის.

6. ფაბიო კანავარო.

2006 წელს ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მიუხედავათ იმისა, რომ ის მცველია. ახლა კი მან და კამპანიამ იმდენი ქნეს, რომ ჯგუფში მათ ახალ ზელანდიამაც გაასწრო.

5. ფელიპე მელო

ფელიპე აქ იმიტომ შევიდა, რომ ჰოლანდიასთან მატჩში ის ანტიგმირად მოგვევლინა. მან გაიტანა ბურთი საკუთარ კარში, რის შემდეგაც იგი გაძევებული იქნა მოედნიდან.

4. ნიგერია

აფრიკელებს მათი ეიმედებოდათ და ისინი თვლიდნენ, რომ გავიდოდნენ ფლეი-ოფში, თუმცა ნიგერიელები მუნდიალზე ძალიან ცუდად გამოვიდნენ.

3. ფერნანდო ტორესი

ამ ადამიანს ნახევრად ტრავმა აწუხებდა მუნდიალის დაწყებამდე. ის ცენტრ-ფორვარდია და მან 7 თამაშში ვერ მოახერხა გოლის გატანა ან რაიმე სარგებლის მოტანა გუნდისთვის. ბოლოს საქმე იქამდე დავიდა, რომ 1/2-ში და ფინალში იგი პედრომ შეცვალა.

2. მარჩელო ლიპი

2006 წლის წარმატების შემდეგ, იტალიალი სპეციალისტი ძალიან თავდაჯერებული იყო. მან ამ მუნდიალზე არარეალური შეცვლები გააკეთა და სწორედ მისი დიდი დამსახურებაა წინა ჩემპიონატის ტრიუმფატორების ჯგუფში ჩარჩენა.

1. უეინ რუნი

მთელ ინგლისს ეიმედებოდა მისი. მანჩესტერის გოლების მანქნამ ამ მუნდიალზე საერთოდ ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. გოლების ვერგატანის გარდა მას არაფერი ღირებული არ შეუქმნია სამხრეთ აფრიკაში და ის ამ სიას დამსახურებულად უდგას სათავეში.


წყარო:goal.com


P.S ეს ჩემი მე-300 სტატიაა

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)