მადრიდში ცხელი იანვარი იქნება

სამეფო გუნდისათვის მიმდინარე წლის ბოლო თვე მეტად დაძაბული იქნება სპორტული თვალსაზრისით. მადრიდელებს მიყოლებით მოუწევთ მნიშნელოვანი და პრინციპული მატჩების გამართვა.


ესპანური პრესა არანაკლებ ტემპერატურას ელოდება იანვარშიც, თუმცა ამჯერად, ეს მხოლოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არსებულ ოფისებს შეეხება, სადაც რიგი საკითხების გადაწყვეტა უნდა მოხდეს.

პირველ რიგში, დღის წესრიგში კილიან მბაპეს ტრანსფერი დგას. როგორც იცით, განვლილ ზაფხულს განხორციელებული არა ერთი მცდელობისა, მადრიდელებმა პარიზიდან სასურველი ფეხბურთელის წამოყვანა ვერ შეძლეს. გამომდინარე იქედან, რომ ფრანგ შემტევს მომავალ ზაფხულს ეწურება მოქმედი კონტრაქტი და მის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს, „ბლანკოსს“ უფლება ეძლევა ახალი წლის პირველივე დღიდან აწარმოოს მოლაპარაკებები უშუალოდ მოთამაშესთან.

პარალელურად, დედაქალაქურ გრანდში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პოგბასა და რუდიგერთან დაკავშირებით. ორივე ფეხბურთელი „რეალის“ ობიექტივშია და ორივეს მბაპეს მსგავსად, 2022 წლის 30 ივნისს ეწურება თავიანთ კლუბებში ყოფნის ვადა. შესაბამისად, მოლაპარაკებების წარმატებით წარმოების შემთხვევაში, „თეთრები“ მათ მიღებას უანგაროდ შეძლებენ.

ამასთანავე, „რეალს“ ფიქრი მოუწევს ისეთ მოთამაშეებზეც, რომლებსაც საერთოდ არ ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება. იოვიჩი, მარიანო და ვალეხო იშვიათად ერთვებიან საქმეში და მათი სურვილია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე „ვალდებებასის“ დატოვება. აღნიშნული სპორტსმენების შესაძლებლობებით არა ერთი კლუბია დაინტერესებული.

მადრიდში მუშაობას დაიწყებენ ვინისიუსისა და მილიტაოს კონტრაქტებზეც. არსებული შეთანხმებებით, ვინის 2024 წლის ზაფხულამდე აქვს დაკავშირებული მომავალი მადრიდელებთან, ხოლო ედერს 2023 წლის ზაფხულამდე. კლუბის წარმომადგენლები ბრაზილიელებს განახლებულ პირობებს შეთავაზებენ.

და ბოლოს, მარსელოს, ისკოსა და ბეილის საკითხი. ვეტერანმა მოთამაშეებმა კარიერის საუკეთესო წლები უკან მოიტოვეს და ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „რეალი“ მათთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს გამოთქვამს. თუ არაფერი შეიცვალა, სამხრეთ ამერიკელი, ბრიტანელი და ესპანელი 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსს მოირგებენ.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (67)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)