”რეალი” ხედირაზე ოცნებობს

მადრიდის ”რეალის” ინტერესი სემისადმი ნელ-ნელა იზრდება...


როგორც მოგეხსნებათ, ხედირამ უნიკალური მსოლფიო ჩემპიონატი ჩაატარა და სწორედ ამიტომ მოიქცა იგი მადრიდელთა თვალთახედვის არეალში.

მადრიდელები მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდიან გერმანელს, თუ მათ ვერ შეიძინეს სტივენ ჯერარდი. ფლორენტინო პერესმა კი ხედირასთვის 8 მილიონი უკვე გამოყო და მზად არის მის საყიდლად.

აღნიშნული თანხა ”სტუდგარტის” მესვეურებს ეპატარავებათ და ისინი სემიში 15 მილიონს ითხოვენ, რაც არ არის გასაკვირი მისი მუნდიალზე ნათამაშებიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ არც ჟოზე მაურინიო არ არის ამ ტრანსფერის წინააღმდეგი ასე, რომ პერესისთვის გზა ხსნილია. თან რაც ყველაზე მთავარია ეს ტრანსფერი დიდ ფულს არ მოითხოვს.

გერმანული კლუბის მესვეურები კარგად აცნობიერებენ იმას, რომ შესაძლოა ხედირა წელს თუ არა მომავალ წელს მაინც გაიყიდოს თან უფასოდ. ასე, რომ ”სტუდგარტის” პრეზიდენტმა უნდა იჩქაროს სემის გაყიდვა, რაც შეიძლება კარგ ფასში.

მადრიდის ”რეალის” გარდა ამ 23 წლის მოთამაშით ”ჩელსიც” არის დაინტერესებული.


წყარო:goal.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)