რატომ ვერ დარჩება ბეილი „რეალში?

გარეთ ბეილის 28 აგვისტოს შემდეგ სამეფო კლუბის რიგებში აღარ უთამაშია.


შემტევი ნახევარმცველი განვლილ სანაკრებო ბატალიების ფარგლებში მწვანე მოედანს დაუბრუნდა, თუმცა 1 ტაიმის ასპარეზობის შემდეგ, ტრავმა მიიღო და კვლავ სარეაბილიტაციო პროცესში ჩაერთო.

მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ულამაზესი გოლის ავტორმა მხოლოდ 193 წუთი გაატარა საქმეში (68 „ალავესთან,“ 59 „ლევანტესთან“ და 66 „ბეტისთან“). როგორც იცით, მას მომდევნო ზაფხულს ეწურება კონტრაქტი სამეფო კლუბთან და გასაკვირი სულაც არ არის, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სულაც არ ფიქრობენ ახალ შეთანხმებაზე.

ბეილი ამ ფორმაციის „რეალში“ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ ითვლება. მისი შენახვა ბიუჯეტს დაახლოებით 30 მილიონი ევრო უჯდება წელიწადის განმავლობაში, რაც მძიმე ტვირთად აწევს კლუბს.

გარდა სპორტული მიზეზებისა, კიდევ არსებობს ერთი ფაქტორი, რაც გარეთის „რეალში“ დარჩენას გამორიცხავს. გამომდინარე იქედან, რომ გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად გავიდა ევროკავშირის საზღვრებიდან, ფეხბურთელის დატოვების შემთხვევაში, „ბლანკოსმა“ ის ახლიდან უნდა დაარეგისტრიროს და არაეროვკავშირის პასპორტის მქონე მოთამაშის კვოტა მიანიჭოს, რომლის რაოდენობაც მხოლოდ 3-ია ლა ლიგის თითოეულ კლუბში და ამ მომენტისათვის, ვინისიუსს, როდრიგოსა და მილიტაოს აქვთ დაკავებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფლორენტინო პერესი რომელიმე სამხრეთ ამერიკელზე იტყვის უარს, უელსელის სანაცვლოდ.

ElmundoDeportivo dle 10.1


1

25 ნოემბერი 2021 13:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ძაან კლასნად ათამაშებს გუნდს კარლო, ბოლო სეზონი ზიდანი რეალი მოსაწყენია იყო ფაქტია, ეს რეალი ძაან კარგად თამაშობთ, თან ცენტრის ორი საკვანძო იგროკი გავუშვით. ლა ლიგა ჩვენია, ლიგაზეც გავიწევთ, მარა რთული იქნება მაინც.

2

25 ნოემბერი 2021 13:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9014
es beili atamashdebodes davixatebodit. kakras mis adgilad gvaklia igroki

3

25 ნოემბერი 2021 13:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ამის კარიერა დამთავრდა 2018 წელს. ეს არის ფაქტი და სხვა არაფერი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)