ფიგუმ „ბარსას“ ახალი მწვრთნელი გააკრიტიკა

ლეგენდარულმა ლუიშ ფიგუმ ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ მიმდინარე საფეხბურთო მოვლენებზე გააკეთა კომენტარი.


„ვფიქრობ, მადრიდელებს საკმაოდ რთული მატჩის გამართვა მოუწევთ ტირასპოლში. მათ ამოცანას წარმოადგენს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება. „შერიფი“ ჩემპიონთა ლიგის ახალის სეზონის აღმოჩენაა. არ დაგვავიწყდეს, რომ მოლდოველებმა გამარჯვება მოიპოვეს „სანტიაგო ბერნაბეუზე.“

„„ბარსელონამ“ მცირედით გააუმჯობესა თამაში, მაგრამ ფეხბურთი უფრო მეტია. ჩემი აზრით, ჩავის დანიშვნას გადაჭარბებული მოლოდინები მოჰყვა. ვნახოთ, რას შეძლებს ესპანელი დამრიგებელი, თუმცა მისი დანიშვნა იმას არ გულისხმობდა, რომ კატალონიური გრანდი „რეალს“ ყველგან აჯობებს.“

„ლევანდოვსკი ერთ-ერთია ვინც „ოქროს ბურთს“ იმსახურებს. შარშან, პანდემიის გამო არ ჩატარდა დაჯილდოვების ცერემონია და შესაბამისად, პოლონელიც ჯილდოს გარეშე დარჩა. ტრადიციისამებრ, აქვე არიან რონალდუ და მესი. რაც შეეხება ბენზემას, მან არანაკლები გააკეთა, როგორც 2021 წელს, ასევე მთელი კარიერის განმავლობაში იმისათვის, რომ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდეს.“

„ჩემთვის გაუგებარია როდესაც კრიშტიანუს აკრიტიკებენ. ის საუკეთესოა. გუნდი ყოველთვის ვერ აფიქსირებს სასურველ შედეგს, თუმცა ფაქტია, რომ რონალდუ ყველაფერს აკეთებს ამისათვის.“

„ევროპის სუპერ ლიგის იდეას მომავალი არ უწერია. როგორც „უეფა,“ ასევე დანარჩენი სამყარო ამის წინააღმდეგია.“

„„ბლანკოსი“ საკმაოდ ძლიერია, კარგად გამოიყურება და თავისუფლად შეიძლება მათი მოხსენიება ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორის. პარალელურად, ძალიან მომწონს „ბაიერნის“ ასპარეზობაც. მათ რიგებში ძლიერი მოთამაშეები ირიცხებიან.“

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)