ვის შეცვლის კამავინგა „შერიფთან“ მატჩში?

რამდენიმე საათში მადრიდის „რეალი“ საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს მოლდოვაში.


ესპანური პრესის ინფორმაციით, ანჩელოტი ახალგაზრდა ფრანგს სასტარტო შემადგენლობიდან მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას. კამავინგა მოდრიჩის ადგილს დაიკავებს მწვანე მინდორზე, რომელმაც მეტად რთული სანაკრებო ბატალიები გამოიარა. იტალიელი სპეციალისტი დასვენების საშუალებას მისცემს ხორვატს, რათა ის მაქსიმალურად მზადყოფნაში შეხვდეს ურთულეს კალენდარს, რომელიც მოახლოვებული უქმეებიდან აიღებს სტარტს.

„ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მისთვის კაზემიროს, კროოსისა და მოდრიჩის ტრიო შეუცვლელია მოედნის ცენტრში, თუმცა სეზონის ხანგრძლივობიდან და დაძაბულობიდან გამომდინარე, მას ხშირად მოუწევს როტაციის განხორციელება. ამისათვის კი, ახალგაზრდა მოთამაშეების დახმარება დასჭირდება. ამჟამად, ვალვერდე და სებალიოსი ლაზარეთში იმყოფებიან, ხოლო კასტილიელ ბლანკოსს დამრიგებელი არ ენდობა. შესაბამისად, ძირითადი აქცენტი გადატანილია კამავინგაზე. ის განვლილ ზაფხულს, 30 მლნ. ევროს სანაცვლოდ შეუერთდა „ბლანკოსს“ და მეტად ხმაურიანად დაიწყო „თეთრი“ კარიერა. მან სადებიუტო პაექრობაში („სელტასთან“) შედეგიანი დარტყმა ჩაიწერა აქტივში, ხოლო შემდეგ, „ინტერის“ წინააღმდეგ ასისტიც გაჩარხა.

ფრანგი მოთამაშე უკვე 4 გაფრთხილებას მოითვლის პრიმერა დივიზიონის მასშტაბით (347 წუთში) და სიფრთხილე მართებს, თუმცა მას ჯერ ბარათი არ მიუღია ჩემპიონთა ლიგაზე. ამიტომაც, ტირასპოლში თამამად შეუძლია ბურთაობა და შანსის გამოყენება.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)