მოდრიჩი და კროოსი - მუდამ ახალგაზრდები

ხორვატისა და გერმანელის მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება სამეფო კლუბის ისტორიაში.


ნიშანდობლივია, რომ დრო მიდის, ლუკა და ტონი კი შემადგენლობის მნიშვნელოვან წევრებად რჩებიან, მათი სრულფასოვანი ჩანაცვლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ისკოს, ვალვერდეს, ოდეგარისა, თუ ახალწვეულ კამავინგას მცდელობა სასტარტო თერთმეტეულში ადგილის დამკვიდრებისა, წარუმატებელი გამოდგა.

„გრანადას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მოდრიჩმა და კროოსმა მორიგი მასტერ-კლასი ჩაატარეს. „რვიანმა,“ რომელიც ორკესტრს ხელმძღვნალობდა, 74 გადაცემა გააკეთა (44 მოწინააღმდეგის ნახევარზე), საიდანაც 2 საგოლე გამოდგა (ჯერ ასენსიოს გაატანინა, შემდეგ ნაჩოს). მატჩის მიწურულს, მისმა სიზუსტის მაჩვენებლმა 97.4 პროცენტი შეადგინა.

ცხადია, თამაშგარეში არც „ოქროს ბურთის“ მფლობელი დარჩენილა. მიუხედავად ასაკისა (36), მან შთამბეჭდავი გარბენი განახორციელა, რათა კონტრ-შეტევის დროს მეტოქეთა მეკარის წინ ბურთით აღმოჩენილიყო. საკმაოდ დაძაბულ სიტუაციაში, მოდრიჩმა ცივსისხლიანად გადააწოდა ბურთი ვინისიუსს და ამ უკანასკნელმაც შედეგიანი დარტყმა გაიფორმა.

სეზონის სტარტზე მიღებული ტრავმის გამო, კროოსის კონდიციები არცთუ ისე სათანადოდ გამოიყურებოდა, თუმცა იმისათვის, რომ ყველაფერი კალაპოტში ჩამდგარიყო, მას დიდი დრო არ დასჭირვებია. ტონიმ 9 შესაძლებელიდან, უკვე 8 ჯერ იასპარეზა სასტარტო შემადგენლობაში. ფეხბურთელმა ნაყოფიერად გამოიყენა სანაკრებო პაუზა და შედეგიც სახეზეა.

თავის მხრივ, დამაკმაყოფილებელია მოდრიჩის სათამაშო პარამეტრები. ის საკმაოდ რთული სანაკრო ბატალიებიდან დაბრუნდა მადრიდში და მოწოდების სიმაღლეზე იასპარეზა გრანადელებთან შეხვედრაში. ლუკას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს ანჩელოტისგან. იტალიელი სპეციალისტი სიფრთხილით შეჰყურებს შეგირდს და მეტად უფრთხილდება მის შესაძლებლობებს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა მხოლოდ ორჯერ იბურთავა სრულად, ხოლო დისკომფორტისა თუ გადაღლილობის გამო, 4 შემთხვევაში მიეცა დასვენების საშუალება.

კროოსი ესპანეთის დედაქალაქში 2014 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ბუნდეს ნაკრების ყოფილ წევრს 328 თამაში, 23 გოლი და 80 ასისტი დაუგროვდა. „რეალის“ უცხოელ ფეხბურთელებს შორის, ჩატარებული მატჩების კომპონენტში მე-8 პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება მოდრიჩს, მან 2012 წელს მოირგო „ბლანკოსის“ მაისური და მას შემდეგ 402 პაექრობა დაუგროვდა (28 გოლი და 62 ასისტი). შეხვედრების რაოდენობით კი გერმანელზე წინ, მე-5 ადგილზეა გამაგრებული.

„მათი დონე ძალიან მაღალია. ჩემთვის ისინი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველები არიან. ტონის, ლუკასა და კაზემიროს დინამიკა სასიამოვნოდ მაოცებს. ხშირად ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რასაც მათგან არ ვითხოვ. ეს ყველაფერი დიდი უპირატესობაა ჩვენი კლუბისთვის. მათი სახით „რეალს“ ჰყავს წარსული, აწმყო და მომავალი“ - დასძინა კარლო ანჩელოტიმ „გრანადასთან“ ნამატჩევს.

AS dle 10.1


1

24 ნოემბერი 2021 15:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
ამათ მერე არვიცი რა არადა დიდი დროც აღარ დარჩათ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)