ვინისიუსი:„მბაპესთან და ჰოლანდთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იქნება“

ვინისიუს ჟუნიორმა სამომავლო გეგმებსა და სამეფო კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა...


„როდესაც „რეალში“ თამაშობ, მაქსიმალურად ცდილობ, რომ აქ, ამ გარემოში ბევრი წლის განმავლობაში დარჩე. გამონაკლისი არც მე ვარ. მსურს, რომ კრიშტიანო რონალდუს დონის კარიერა მქონდა და მადრიდში იმდენი ხანი დავყო, რამდენიც ჩემმა მეგობარმა მარსელომ. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ.“

„სატრანსფერო პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. მბაპე და ჰოლანდი? თუ ისინი მადრიდისტები გახდებიან, ჩემი შანსები არ შემცირდება. პირიქით, ეს უფრო ძლიერს გამხდის, ვინაიდან ექსტრა კლასის ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშებ.“

„ვფიქრობ, როგორც ფრანგი, ასევე ნორვეგიელი მალე იბრძოლებენ ოქროს ბურთისთვის.“

„ამ ეტაპზე ჩემი ფავორიტი კარიმ ბენზემაა. მსურს, ფრანგმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთი მიიღოს, ის ამას იმსახურებს.“

„„რეალთან“ ახალი კონტრაქტი? უკვე გითხარით, რომ აქ ბევრი წლის გატარება მსურს. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მივიღებ წინადადებას.“

„ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს ოქროს ბურთზე, მათ შორის მეც, მაგრამ ჯერ 21 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს. ამაზე ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ. მაბედნიერებს ის, რომ „ბლანკოსის“ სადარაჯოზე უკვე 3 წელია ვდგავარ. არ მაინტერესებს დაბალი ხელფასი და სხვა ბენეფიტები. ვიცი, რომ ეტაპობრივად ყველაფერი გაუმჯობესდება.“

„აქ იმისთვის მოვედი, რომ ბევრი ვისწავლო. გზა ნამდვილად ხსნილია, დანარჩენი კი ჩემზე იქნება დამოკიდებული.“

„ბრაზილიის ნაკრები ოცნებაა. ვფიქრობ, ყატარში მოხვედრა შემიძლია, ამისთვის კი ბევრი უნდა ვიშრომო და ტიტეს შესაძლებლობები დავუმტკიცო.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 ნოემბერი 2021
  • 2389
  • 2

1

23 ნოემბერი 2021 12:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1814
ეს მაგათთვის იქნება დიდი სიამოვნება შენთან ერთად თამაში.შე გადარეულო მაგრად გვევასები მე და ბაბუა პერესს
-----------------------
Decimotercero

2

24 ნოემბერი 2021 03:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 370
მიყვარს ეს ბიჭი როცა ხელფასი მკიდიააო რამდენი მექნება არ მაინტერესებსო და კარიერულ წინსვლაზე ფიქრობს ნამდვილად დიდი მომავალიაქვს. ძაან დაიხვეწა ბოლო დროს და ასე თუ განაგძო ძან ზე კლაში იქნებაა. იყოჩაღოს მთავარიაა. არც ხელფასის მომატებას ითხოვს და არც პრემია ბონუსებს. უბრალოთ ითხოვს სათამაშო დროს რაც ამართლებს. . ძაან მაგარი ხაარ და ფულზე გაღორებული არააა. მითუმეტეს ისეთი ასაკიაქ ფულმა აცდუნოს. ნეიმარის არიყოს..

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (192)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)