ანხელის გული

სულ რამოდენიმე დღის წინ, მადრიდის "რეალის" რიგებს, "ბენფიკას" ყოფილი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია შეუერთდა. ფეხბურთელი, რომელმაც თავისი გასაოცარი ტექნიკით მთელი საფეხბურთო საზოგადოება აღაფრთოვანა, თვით ჟოზე მოურინიოს გულის მოგებაც მოახერხა და მისი მრავალმხრივი კომპლიმენტებითაც არაერთხელ დაჯილდოვდა.




ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია შექმნას საკუთარ თავზე შესანიშნავი ვიდეორგოლი, რომლითაც ჩვეულებრივი ადამიანების მოჯადოება შეიძლება, თუმცა ეს ყველაფერი მადრიდელ სელექციონერებს ნაკლებად ეხებათ.ანხელის გულიხშირად, აღმოსავლეთ ევროპაში, შევხვდებით ვიდეორგოლებს, რომლებიც ამა თუ იმ ფეხბურთელის შესაძლებლობებს უპირობოდ განადიდებს, თუმცა შეიძლება ეს მოთამაშე მის ამსახველ პოტო თუ ვიდეომასალას არანაირად არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ანხელ დი მარიას ნაკლებად ეხება, რადგანაც ეს არგენტინელი ფეხბურთელი უდავოდ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა. აი თუნდაც განვიხილოთ მისი გატანილი გოლი, "აეკის" კარში. დი მარია, მოედნის ცენტრში იღებს ბურთს, სწრაფად მიიწევს მეტოქის კარისკენ, მოწინააღმდეგე ფეხბურთელს პატარა ბავშვივით ატყუებს და გამოზომილი და რაც მთავარია ულამაზესი დარტყმით აგვირგვინებს შექმნილ ეპიზოდს... ეს უდავოდ დიდი გენიაა, რომელსაც ანხელ დი მარია ჰქვია.

ერთი შეხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "უკანა ფეხით" დარტყმებს, როგორიც დი მარიამ შეასრულა, ბევრი ფეხბურთელისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად კრიშტიანო რონალდო, რიკარდო კუარეზმა, ჯო კოული...ანხელის გულიეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ასეთ ლამაზ ჩაწოდებებს ხშირად ანხორციელებენ, მაგრამ ამჟამად საქმე სხვა ფენომენთან გვაქვს... კარგად დააკვირდით, დი მარია "უკანა ფეხით" დარტყმას, აკრეფილი სისწრაფით ანხორციელებს და არა აწოდებს ბურთს, არამედ მას კარში არტყამს და გააქვს ულამაზესი გოლი.

დი მარია როსარიოში დაიბადა, ქალაქში რომელმაც მსოფლიოს ისეთი ლეგენდარული ადამიანები მოუვლინა, როგორიცაა მესი, ანსალდი, მენოტი და ჩე გევარა. 17 წლის ანხელიტო, სამშობლოში არაჩვეულებრივად ასპარეზობდა, იგი არამარტო გასაოცარი ფინტებით ანცვიფრებდა სამყაროს, არამედ მას რეგულარულად გაჰქონდა გოლები.ანხელის გულიახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშით მოხიბლულები იყვნენ ინგლისში, კერძოდ კი მანჩესტერ "იუნაიტედის" მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც დი მარიას, მარიო კემპესს ამსგავსებდა. ბრიტანელების ინტერესი ინტერესად დარჩა, ხოლო "ბენფიკას" მესვეურებმა წადილი ოფიციალურად აისრულეს და დი მარია პორტუგალიაში გადაიბირებს.

ანხელიტომ თავის კარიერაში პირველ ტრიუმფალურ გამარჯვებას, 19 წლის ასაკში მიაღწია, როდესაც მან არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. იმ ჩემპიონატზე, დი მარიამ სულ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.ანხელის გული

არგენტინაში დი მარიას მეტსახლით მოიხსენიებენ, მას El Flaco-ს უწოდებენ, რაც ისტყვა სიტყვით (გამხდარს, გალეულს) ნიშნავს. თავისი გაბარიტების მიუხედავად, ანხელიტო ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი და ძალიან სწრაფი ფეხბურთელია. მისთვის ბურთის ართმევა ფაქტიურად შეუძლებელია, რაც ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ სეზონშიც მშვენივრად დაამტკიცა.

"ბენფიკას" შემადგენლობაში მოთამაშე დი მარიამ, ჯერ კიდევ 2007 წელს მიიპყრო, ევრპული საფეხბურთო ელიტის ყურადღება. მაშინ, როდესაც "ბენფიკას" პრეზიდენტმა გუნდში ანხელიტო გადაიბირა, განაცხადა, რომ პორტუგალიურ გრანდში ახალი სიმაო ჩაირიცხა, ფეხბურთელი, რომელიც მომავალში უამრავ მწვრვალს დაიპყრობდა.
ანხელის გული
2007 წლიდან მოყოლებული, არგენტინელის გადაბირებას უამრავი ევროპული, თუ სამხრეთ ამერიკული გრანდი ცდილობდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, საბოლოოდ ანხელიტო მადრიდის "რეალში" აღმოჩნდა. იმ კლუბში, რომელში თამაშიც ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა...

ყველა აღიარებს, რომ 25 მილიონი ევრო, რომელიც მადრიდის "რეალმა" დი მარიას სანაცვლოდ გადაიხადა საკმაოდ მაღალია, თუმცა იმედია ახლო მოამვალში ყველა დარწმუნდება, რომ სამეფო კლუბის ხელმძღვანელებმა სწორი ნაბიჯი გადადგეს.

გასულ წელს, ანხელიტომ "ბენფიკას" რიგებში მხოლოდ და მხოლოდ 10 გოლის გატანა მოახერხა, მისმა გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობაც იზეიმა, თუმცა ეს დი მარიას კარიერის პიკი ნამდვილად არ გახლავთ, მას გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია...

სეზონის ბოლოს, არგენტინელი სუპერვარსკვლავი პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მის მიერ შეგდებულ ბურთს, საუკეთესო გოლის წოდება მისცეს, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის უდავოდ სერიოზული მიღწევაა.



ბევრი ამბობს, რომ დი მარიამ მიმდინარე მუნდიალი ჩააგდო და მასზე გაცემული ავანსების 50 პროცენტიც ვერ გაამართლა, თუმცა მოდით ყველაფერს პრაგმატულად ნუ შევხედავთ.ანხელის გულიეს ფეხბურთელი ჯერ ძალიან ახალგაზრდა და უდავოდ ძალიან ნიჭიერია, რომელსაც მომავალში მადრიდის "რეალისთვის" უამრავი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

გავიხსენოთ გოლი, რომელიც დი მარიამ კანადის ეროვნული ნაკრების კარში გაიტანა... ის ხომ ნამდვილი შედევრი იყო, უბრალოდ უნაკლო და ულამაზესი გოლი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეაგდო.

რაც ყველაზე სასიამოვნოა, ანხელიტოს ნიჭიერებაში ასი პროცენტით დარწმუნებულია, ჟოზე მოურინიო, რომელმაც განაცხადა, რომ დი მარია, თანამემამულე გონსალო იგუაინთან ერთად, მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

ყველას ჰგონია, რომ სამეფო კლუბის ახალი თავკაცი, ჟოზე მოურინიო, ესპანურ გრანდს საფეხბურთო აზროვნებას შეუცვლის, გუნდი ლამაზ ფეხბურთს არ ითამაშებს, თუმცა როგორ შეიძლება ასეთ რამეზე ვიფიქროთ, როდესაც გუნდში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორიცაა კრიშტიანო რონალდო, რიკარდო კაკა და ანხელ დი მარია...

მაშ ასე, მადრიდის "რეალმა" კიდევ ერთი ბრწყინვალე შენაძენი გაკეთა, ანხელ დი მარიას სახით... ასე, რომ 5 დღის წინ, როდესაც სამეფო კლუბმა ისტორიული ნაბიჯი გადადგა და ანხელიტოსთან კონტრაქტი გააფორმა, ამ ფეხბურთელზე მთელმა მადრიდულმა პუბლიკამ უდიდესი ავანსი გასცა, რომელსაც იმედია სრულფასოვნად გაამართელბს ეს ახალგაზრდა და უდავოდ ძალიან ნიჭიერი არგენტინელი ფეხბურთელი.



By Kevlisha... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (339)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)