ისკომ, ბეილმა, აზარმა და მარსელომ უკუთვლა დაიწყეს

როგორც წესი, სამეფო კლუბში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თუმცა სპეციალისტების აზრით, მომდევნო იანვარი განსაკუთრებული იქნება.


მიმდინარე სეზონის განმავლობაში შემადგენლობაში გაიზარდა ისეთი ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი არ ენდობა. ისკო, ბეილი, მარსელო და აზარი მეტად უფერულ თვეებს ატარებენ. აღსანიშნავია, რომ ბელგიელის გარდა სამივეს, მომდევო ზაფხულს ეწურებათ კლუბში ყოფნის ვადა, თუმცა მიუხედავად ამისა, მადრიდში წინააღმდეგნი არ არიან, ჩამოთვლილმა წევრებმა საშობაო არდადეგების შემდეგ დატოვონ „სანტიაგო ბერნაბეუ.“

უელსელ შემტევს 29 აგვისტოს შემდეგ აღარ მოურგია „ბლანკოსის“ მაისური. ის მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს იყო, მაგრამ სანაკრებო ბატალიების დროს კვლავ დაზიანება მიიღო.

მალაგელმა ისკომ საქმეში მხოლოდ 166 წუთი გაატარა (89 ლა ლიგაზე და 21 ჩ/ლიგაზე), რაც 6 მატჩზეა გადანაწილებული. შეიძლება ითქვას, ძველი, ყველასათვის საყვარელი ალარკონისგან აღარაფერია დარჩენილი და ეს უკანასკნელი უბრალოდ ავსებს განაცხადს.

ალბათ, სეზონის სტარტზე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბელგიელი ვარსკვლავი სათადარიგო სკამზე გადაინაცვლებდა. ვინისიუსმა ფენომენალური ბურთაობის წყალობით ჩრდილში მოაქცია თანაგუნდელი. შედეგად, ედენმა სულ რაღაც 11 პაექრობაში მიიღო მონაწილეობა (348 წუთი ლა ლიგაზე და 66 წუთი ჩ/ლიგაზე).

რაც შეეხება მარსელოს, ამ მომენტისათვის, ბრაზილიელის სათამაშო დრო 111 წუთს შეადგენს. კაპიტანი მეტად უღიმღამოდ ასრულებს დიდებულ „თეთრ“ კარიერას.

თუ 2022 წლის საწყის დღეებში არაფერი შეიცვალა, სამხრეთ ამერიკელი, ბრიტანელი და ესპანელი აუცილებლად დატოვენ გუნდს 30 ივნისის შემდეგ, თუმცა, როგორც ზემოთ აღნიშიშნა, სხვა შემთხვევაშიც, ანჩელოტი მზად არის შეელიოს მათ.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)