”რეალის” ფეხბურთელთა სტატისტიკა

გთავაზობთ ფინალის სტატისტიკურ მონაცემებს...


მუნდიალის დასკვნით მატჩში 6 მადრიდელი იასპარეზებს. ესპანეთის ნაკრებში მადრიდის ”რეალიდან” თამაშობენ: კასილასი, რამოსი, ხაბი ალონსო, არბელოა და ალბიოლი, ხოლო ჰოლანდიიდან კი რაფაელ ვან დერ ვაარტი.

ესპანეთი:
იკერ კასილასმა 540 წუთი ითამაშა და გააკეთა 12 სეივი. ამ გმირობებში შედის პარაგვაისთან მატჩში პენალტი, რომელიც იკერმა ოსკარ კარდოზოს აუღო. კაპიტანს მხოლოდ 2 ბურთი აქვს გაშვებული, რაც მთლიანად ნაკრებს საუკეთესო დაცვის სტატუსს აძლევს.

სერხიო რამოსმა მუნდიალზე ყველა მატჩი ჩაატარა და სულ დაჰყო 527 წუთი მოედანზე. ამ პერიოდში კი სერხიომ 321 ზუსტი გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება ხაბი ალონსოს, მან 506 წუთი ითამაშა და აქედან 399 პასი გააკეთა ზუსტად.

არბელოა შეცვალზე შემოვიდა და ჩემპიონატზე მხოლოდ 13 წუთი გააგორა ბურთი, ხოლო ალბიოლს კი საერთოდ არ უთამაშია.

ჰოლანდია:
ვან დერ ვაარტმა ამ მუნდიალზე 256 წუთი დაჰყო. მან ძირითადში დაიწყო ყველა ჯგუფური მატჩი, თუმცა ფლეი-ოფში იგი შეცვლაზე შემოდიოდა.


სტატისტიკა:
ესპანეთმა სულ 3 387 პასი გააკეთა, 97 შეტევა განახორციელა, 40-ჯერ კარში დაარტყა, 7-ჯერ გაიტანა, ორი გაუშვა, მოაწოდა 7 კუთხური და მოიგო 5 თამაში.

ჰოლანდიელებმა კი სულ 2 434 პასი გააკეთეს, 60-ჯერ შეუტიეს, 41-ჯერ კარში დაარტყეს, 12 გაიტანეს, 5 მიიღეს, მოაწოდეს 25 კუთხური და მიიღეს 15 ყვითელი.


წყარო: realmadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (366)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)