კარლო ანჩელოტის „ასიანი“

კარლო ანჩელოტის დაბრუნების შემდეგ, სამეფო კლუბის თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.


„რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება, პაპა კარლოსთვის მე-100 გამოდგა „რეალის“ დამრიგებლის რანგში. მისი წინამორბედიდან, მსგავსი ციფრის დაფიქსირება, მხოლოდ მიგელ მუნიოსმა, დელ ბოსკემ, მოურინიომ, ბეენჰაკერმა, მოლოვნიმ და ზიდანმა მოახერხეს.

„ასიანთა“ კლუბში გაწევრიანებისათვის, იტალიელ მწვრთნელს 135 შეხვედრა დასჭირდა. მისი მოგებათა მაჩვენებელი 74.1%-ს შეადგენს, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში (პირველი მანუელ პელეგრინის ეკუთვნის 75%), ხოლო რაც შეეხება წაგებებს, ის ამ შემთხვევაშიც მეორეა - 18 მარცხი (13.3%) პირველ ადგილს იკავებს მოურინიო 12.4%)).

62 წლის დამრიგებელმა საიუბილეო თარიღით მიღებული ემოციები, „რაიოსთან“ ნამატჩევს გულშემატკივრებს გაუზიარა: „მნიშნელოვანი და განსაკუთრებული გამარჯვებაა. 100 შეხვედრის მოგება დიდი პატივი და ამასთანავე მოტივაციაა, რათა სამომავლოდ მაღალი მწერვალების დაპყრობა შევძლოთ.“

ნიშანდობლივია, რომ 100-დან 65 პაექრობა პრიმერა დივიზიონზე მოდის, რომლის დაპყრობაც ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ანჩელოტიმ, თუმცა მიმდინარე სეზონში ეცდება ნავსის გატეხვას. 13 ტურის თავზე, „რეალი“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება გათამაშების ლიდერ „რეალ“ სოსიედადს და გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მადრიდელებს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

კარლიტომ 1995 წელს, „პარმას“ რიგებში დაიწყო სამწვრთნელო საქმიანობა. რამდენიმე კვირის წინ „ვალენსიასთან“ თამაში, მისთვის მე-800 იყო კარიერაში. მსოფლიოს მასშტაბით, მასზე მეტჯერ, მხოლოდ ვენგერს, ჰეინკესსა და ფერგიუსონს ჰყავთ გაყვანილი გუნდები მწვანე მინდორზე, მაგრამ ანჩელოტის 5 წამყვან ჩემპიონატში მუშაობის გამოცდილება, ნამდვილად უნიკალურია.

ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ანჩელოტი 170 დაპირისპირებას მოითვლის. ის უახლოესი პერიოდის განმავლობაში უკან მოიტოვებს არსენ ვენგერს (178), ხოლო ლეგენდარული ფერგის სიმაღლე კი გამოწვევად დარჩება - 190 (!) თამაში. „როსონერის“ ყოფილ მესაჭეს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული, როგორც ზინედინ ზიდანსა და ბობ პისლის („ლივერპული“). მან ჩ/ლიგაზე ტრიუმფი ფეხბურთელის ამპლუაშიც მოახერხა, რაც მხოლოდ ერთეულების ხვედრია (მიგელ მუნიოსი, ფრან რაიკაარდი, იოაჰან კრუიფი, ჯოვანი ტრაპატონი, პეპ გვარდიოლა და ზინედინ ზიდანი).

რაც შეეხება შედეგიანობას, ხსენებულ 135 მატჩში, „რეალმა“ 359-ჯერ აიღო მეტოქის კარი, რაც საშუალოდ 2.66 გოლს უდრის. კარლოს მხოლოდ „ბაიერნში“ მუშაობის ჟამს ჰქონდა მცირედით უკეთესი მაჩვენებელი - საშუალოდ 2.68 გოლი თითოეულ დაპირისპირებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი თავდაპირველი „ბლანკოსი“ უფრო მეტი გატანილი ბურთით იწონებდა თავს (2.78), თუმცა მაშინ, შემადგენლობაში ისეთი დიადი ფეხბურთელი ასპარეზობდა, როგორც კრიშტიანუ რონალდუა.

AS dle 10.1


1

12 ნოემბერი 2021 14:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ყველაფერი კარგია ეს მარა ის მაგლეჯს ნერვებს რაიო ვალეკანანოებს რომ ანგარიშის შენარჩუნებას ეთამაშება, ასე სულ არ გავა, ბოლოს დაგადებენ გოლს, სულ კროოსი არ გადაგარჩენს კარის ხაზზე, კინაღამ უაზროდ დაიკარგა ქულა 2-0 დან, ვაფშე უაზროდ, ამაზე მეშლება ნერვები სხვა არაფერი, თამაშის სტილიც ჯერ ვაიმე და სასწაული არაა, პროსტა შედეგის ფონზე არ ჩანს თორე ასე თუ გააგრძელა გამოჩნდება მაგიც თუნდაც კლასიკოზე, ამოსატენი იყო პუტები ერთი 5-0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)