მოდრიჩის საკითხზე გადაწყვეტილება ანჩელოტიმ უნდა მიიღოს

2022 წლის პირველი იანვრიდან ლუკა მოდრიჩი სხვა კლუბებთან ოფიციალური მოლაპარაკებების უფლებას მიიღებს. ხორვატი მადრიდში შესანიშნავად თამაშობს და დედაქალაქში მიიჩნევენ, რომ ახალ კონტრაქტს იმსახურებს, თუმცა კარლო ანჩელოტი ფრთხილ ტაქტიკას ირჩევს...


მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობა სწორედ კარლოს შეფასებას ელოდება, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა შეუძლია ლუკიტას და რა არა. ესპანეთში ნახევარმცველის ასაკი ადარდებთ, ის მომდევნო სეზონის სტარტზე უკვე 37 წლის გახდება და ამხელა დატვირთვების მიღება ნაკლებად შეეძლება.

მოდრიჩი მადრიდთან 2023 წლამდე თანამშრომლობაზე ოცნებობს და პერესსაც სურს, რომ გუნდის მიმართ გაწეული ღვაწლი შესაბამისად დაუფასოს, თუმცა პრეზიდენტი მაინც ანჩელოტის აზრს მოისმენს.

როგორც სჩანს, აპრილის ბოლომდე ლუკიტას ირგვლივ არაფერი გახდება ცნობილი. „რეალი“ არ უშინდება იმ ფაქტს, რომ იანვრიდან მსურველი კლუბები მას შესაბამის წინადადებებს წარუდგენენ, ვინაიდან ოქროს ბურტის 2018 წლის გამარჯვებულის ოცნება „ახალ ბერნაბეუზე“ ასპარეზობაა.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ფაქტი კი ის არის, რომ ყველაფერი ფეხბურთელზე და მისი თამაშის მაღალ ხარისხზე იქნება დამოკიდებული. dle 10.1

  • Hala
  • 12 ნოემბერი 2021
  • 419
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)