ბრაჰიმმა „რეალში“ დაბრუნებაზე ისაუბრა

ბრაჰიმ დიასი, რომელიც იჯარის წესით „მილანის“ ღირსებას იცავს, ამჟამად, „ფურია როხას“ ბანაკში იმყოფება.


ლუის ენრიკემ პირველად გამოიძახა ახალგაზრდა ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში, თუმცა განვლილ შეხვედრაში საბერძნეთის წინააღმდეგ, მას დებიუტის საშუალება არ მისცემია. 22 წლის შემტევის პროგრესი მიმდინარე სეზონში საკმაოდ თვალსაჩინოა. მან „როსონერის“ რიგებში 11 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 2 ასისტი.

ესპანური გამოცემები უკვე წერენ იმის შესახებ, რომ „რეალი“ დიასის მადრიდში დაბრუნებაზე ფიქრობს. კლუბებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, მოთამაშემ 2023 წლის ზაფხულში უნდა დაასრულოს მილანური ვოიაჟი, თუმცა „თეთრებს“ უფლება აქვთ, ყოველგვარი სანქციის გარეშე უგულებელყონ აღნიშნული ხელშეკრულება და ვადაზე ადრე უყიდონ ბრაჰიმს მილანი-მადრიდის ბილეთი.

თავად ფეხბურთელმა OK Diario-სთან ისაუბრა მის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შესახებ: „ეროვნული გუნდის პარალელურად, ამ მომენტში „მილანზე“ ვარ ფოკუსირებული. ძალიან კარგი მწვრთნელი და თანაგუნდელები მყავს. ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო ამ გუნდისათვის.“

„მადლიერი ვარ ყველაფრისათვის და შესანიშნავი დამოკიდებულება მაქვს სამეფო კლუბთან. ანჩელოტი დიდებული დამრიგებელია, რომელიც ძალიან უყვართ აქ. ესპანეთში დაბრუნება? ვნახოთ, რა იქნება სამომავლოდ.“

BernabeuDigital dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)