ესპანეთმა, ხორვატიამ, სერბეთმა და ბრაზილიამ გამარჯვება მოიპოვეს

მიმდინარე დღეების განმავლობაში საფეხბურთო სამყარო ეროვნული ნაკრებების ჯახებს ადევნებს თვალ-ყურს, რომელშიც, თავის მხრივ, ჩართულნი არიან სამეფო კლუბის ფეხბურთელებიც.


საბერძნეთი 0-1 ესპანეთი

„ფურია როხამ“ გასვლით შეხვედრაში მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. მატჩის ერთადერთი გოლი პაბლო სარაბიამ გაიტანა თერთმეტ მეტრიანი ნიშნულიდან. დანიელ კარვახალმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო და ყვითელი ბარათიც მიიღო. ისინი მომდევნო და გადამწყვეტ პაექრობას შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

მალტა 1-7 ხორვატია

ზლატკო დალიჩის დამოძღვრილებმა სტუმრად გაანადგურეს არცთუ ისე მდიდარი საფეხბურთო წარსულის მქონე ქვეყანა, რაშიც თავისი წვლილი გუნდის კაპიტანმა მოდრიჩმაც შეიტანა. ლუკამ მხოლოდ 54 წუთი გაატარა საქმეში და ამ პერიოდის განმავლობაში, ასისტი და გოლი ჩაიწერა აქტივში. ხორვატები ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, მეორე პოზიციაზე იმყოფებიან. იმისათვის, რომ მათ მოახერხონ მუნდიალის პირდაპირი საგზურის მოპოვება, კვირას, პირველადგილოსანი რუსეთის დამარცხება მართებთ.

სერბეთი 4-0 ყატარი

ლუკა იოვიჩმა ამხანაგურ მატჩში შედეგიანი დარტყმით გამოიჩინა თავი. სერბებმა ერთგვარი მოთელვა გააკეთეს პორტუგალიასთან უაღრესად მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ. მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გასვლისათვის, დრაგან სტოიკოვიჩის შეგირდებს მხოლოდდამხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.

ბრაზილია 1-0 კოლუმბია

„სელესაომ“ პაკეტას გოლის წყალობით კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სატურნირო ცხრილში. მადრიდული გვარდიიდან, შეუცვლელად იასპარეზა კაზემირომ, ხოლო ვინისიუს ჯუნიორი 46-ე წუთზე მიეცა მოედანზე გასვლის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანმა თამაში გაფრთხილებებით დაასრულეს. რაც შეეხება ედერ მილიტაოს, ეს უკანასკნელი სათადარიგო სკამიდან არ წამომდგარა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)