ლუკას ვასკესი - ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე

დროთა განმავლობაში სამეფო კლუბში მწვრთნელები იცვლებიან, თუმცა ლუკას ვასკესი როლი უცვლელი რჩება.


გალისიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონიც ნაყოფიერად დაიწყო. მან კლუბის 16-დან 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამ ეტაპისათვის, მოედანზე გატარებული დროის მიხედვით, მერვე პოზიციას იკავებს თანაგუნდელებს შორის. აღსანიშნავია, რომ ლუკასმა 8 შემთხვევაში „ორიანის“ პოზიცია მოირგო, ხოლო ხუთჯერ შემტევი ვინგერის. „ნოუ კამპზე“ გამართულ შეხვედრაში, ვასკესმა ასპარეზობა სწორედ დაცვაში დაიწყო, მატჩის მიწურულს კი ნატურალურ ამპლუას დაუბრუნდა და გამარჯვების მომტანი გოლიც გაახვია კარის ბადეში.

2015/16 წლების სეზონში, როდესაც მოთამაშე „ესპანიოლიდან“ დაბრუნდა მშობლიურ მადრიდში, 33 დაპირისპირებაში გაისარჯა. ამის შემდეგ, მისი სტატისტიკა ჩატარებული თამაშების კომპონენტში, თითქმის ყოველთვის აჭარბებს 50-ს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვადასხვა დამრიგებლის პირობებში.

ესპანელი ნახევარმცველი „რეალის“ მაისურით 253 მატჩს, 27 გოლსა და 53 ასისტს მოითვლის. მას 2024 წლის ზაფხულამდე აქვს დაკავშირებული მომავალი დედაქალაქურ გრანდთან.

სამწუხაროდ, ვასკესის სანაკრებო რეგალიები არცთუ ისე მდიდარია. მას მხოლოდ 9-ჯერ მიეცა „ფურია როხას“ მაისურის მორგების საშუალება. მისი ოცნებაა, რომ გუნდს ყატარის 2022 წლის მუნდიალზე გაჰყვეს, თუმცა შანსები მწირია.

შეიძლება ლუკას ვასკესი ყველაზე შეუმჩნეველი ფიგურაა „ვალდებებასზე,“ თუმცა ის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ფეხბურთელია შემადგენლობაში. რაც მთავარია, ყოველთვის მზად არის გუნდის დასახმარებლად.

MARCA


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)