იგივე გუნდი განსხვავებული სტილით

ფაქტია, რომ კარლო ანჩელოტიმ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი გუნდი ჩაიბარა, რომელსაც გოლების გატანა ძალიან უჭირდა და ხსნას მხოლოდ მბაპეს ყიდვაში პოულობდა, თუმცა კილიანის ტრანსფერი ჯერ-ჯერობით ვერ შედგა...

„იგივე გუნდი, განსხვავებული სტილით და მახასიათებლებით“ - სწორედ ასე უწოდებენ ესპანელი ექსპერტები კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალს“, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ბლანკოსი“ იგივე გუნდი არ არის. ამ კოლექტივმა დაცვის ორი უდავო ლიდერი დაკარგა სერხიო რამოსისა და რაფაელ ვარანის სახით.

კარლო ანჩელოტის მუშაობა ნამდვილად ხაზგასასმელია. მადრიდში ზიდანის კრიტიკას ვერავინ ბედავს და ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ანალოგიური შეტევის ხაზით ანჩელოტის კოლექტივი გაცილებით უფრო სანახაობრივ, ლაღ და უხვგოლიან ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ზიზუსი.

ჩემპიონთა ლიგის 4 ტურის შემდეგ მადრიდელთა ანგარიშზე არაერთი გატანილი გოლი ფიქსირდება და სატურნირო მდგომარეობაც მისაღებია. რაც შეეხება ლა ლიგას, მადრიდელებს ანგარიშზე უკვე 28 გოლი ფიქსირდება და ეს მაჩვენებელი ესპანეთის მასშტაბით საუკეთესოა. 28 გოლი 12 მატჩში, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბლანკოსი“ დღევანდელი მონაცემით თითო დაპირისპირებაში 2.4 გოლის გატანას ახერხებს, მაშინ როდესაც ზიზუს დროს მაჩვენებელი 1.8-ს ვეს სცდებოდა და გარკვეულ მომენტებში 1.6-იც კი იყო.

ფაქტია, რომ კარლომ გახსნა ვინისიუს ჟუნიორი, თუმცა ეს გარკვეულწილად გასულმა წლებმა და მიღებულმა გამოცდილებამაც განაპირობა. შესანიშნავად გამოდის კარიმ ბენზემა, რომელიც „პიჩიჩისთვის“ იბრძვის და 10 გატანილი გოლით იწონებს თავს. საკმაოდ დიდი პროგრესი აქვს როდრიგო გოეშსაც.

ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ სეზონის ნახევარი არ გასულა. მადრიდში ოპტიმისტური იმედები აქვთ და სჯერათ, რომ ანჩელოტის კოლექტივი კიდევ უფრო მოუმატებს. რასაც შემდეგი მიზეზებით ხსნიან:

- დავიდ ალაბა და მილიტაო კიდევ უფრო შეთამაშდებიან
- საბოლოოდ ჩამოყალიბდა დაცვის ოთხეული კარვახალის, მილიტაოს, ალაბას და მენდის სახით
- ვინისიუსი კიდევ უფრო მოუმატებს და ბევრი გოლის გატანას შეძლებს
- ფედერიკო ვალვერდე ბრუნდება, რაც ნახევარდაცვაში რესურსის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

ყოველივე ზემოაღნიშნული ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. ფაქტია, რომ 2022 წლის ზაფხულში „რეალი“ ძალიან მნიშვნელოვნად გაძლიერდება, მაგრამ ახალ ვარსკვლავებს იტალიელი სპეციალისტი უკვე კარგად ორგანიზებულ გუნდს და ტაქტიკურად გამართულ სისტემას დაახვედრებს. dle 10.1

  • Hala
  • 11 ნოემბერი 2021
  • 966
  • 12

1

11 ნოემბერი 2021 17:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3487
აქ კიდევ ბევრი აძაგებს კარლოს და უწუნებენ სტილს. ზიდანისადმი ჩემი უდიდესი პატივისცემისა და სიყვარულის მიუხედავად შედარებაც არაა წინა ორ წელსა და ამ წელს შორის, თვითონ სილამაზის და სილაღის მხრივ. გუნდი რიგ შემთხვევებში ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. მაშინ როცა ბოლო ორი წელია ზიდანის რეალი იყო ძალიან დამძიმებული გუნდი და ძაან ცუდი სანახავი იყო ყველა თამაში.
-----------------------
ვენგერი 26 წელი = 0 ჩემპიონთა ლიგა
ფერგიუსონი 26 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
მოურინიო 17 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
გვარდიოლა 10 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა

ზიდანი 2.5 წელი 3 ჩემპიონთა ლიგა :)

2

11 ნოემბერი 2021 17:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Hip hop გეთახმები მეგობარო
კარლოს ეგ განსხვავება აქვს ლაღად ათამაშებს გუნდს
ზიდანს კი მაინც შედეგზე ქონდა აქცენტი გაკეთებული
ეხლა იტყვიამ რონალდო რომ ყავდაო მაშინ ხომ თამაშობდა ლამაზადო
თუმცა რავი ლაღად არც მაშინ თამაშობდა
ძირითად შედეგზე აკეთებდა აქცენტს.
კარლოს ცუდ დროს მოუწია
დაცვა რომ მოწოდების სიმაღლეზე არ არის ამიტომაც ესე თავ გუდ მოგლეჯილი ვერ უტევს
აი რამოსი ვარანიდად ერთ ერთი მაინც რომ დარჩენილიყო სულ სხბა სიტუაცია იქნებოდა ეხლა

3

11 ნოემბერი 2021 18:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1820
სამწუხაროდ ამას ბევრი ვერ ხედავს და ვერც დაინახავს.
-----------------------
Decimotercero

4

11 ნოემბერი 2021 18:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
მევიყო გვარამია სად ნახეს ლამაზი თამაში რეალის წელს თუ არ მიკვირდეს😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂

5

11 ნოემბერი 2021 18:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Zidane შენთვის მარტო ზიდანი ათამაშებდა ლამაზ ფეხბურთს და სხვა არავინ ალბაათ ხო?

6

11 ნოემბერი 2021 18:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ეს უაზროდ დაცვაში ჩადგომას თუ არ მოეშევება ერთხელაც არ გაგვიმართლრს და ქულებს დავკარგავთ.

მთავარია ვინიმ მოუმატოს

7

11 ნოემბერი 2021 19:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ციტატა: Camavinga
Zidane შენთვის მარტო ზიდანი ათამაშებდა ლამაზ ფეხბურთს და სხვა არავინ ალბაათ ხო?

კი. რატო აკვეხებ ყველგან ზიზუს? რა შუაშია აქ ზიდანი ვახსენე? მარა წელს რომელი თამაში მოგეწონა რეალის?

8

11 ნოემბერი 2021 20:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 748
ციტატა: ZIDANE5
ციტატა: Camavinga
Zidane შენთვის მარტო ზიდანი ათამაშებდა ლამაზ ფეხბურთს და სხვა არავინ ალბაათ ხო?

კი. რატო აკვეხებ ყველგან ზიზუს? რა შუაშია აქ ზიდანი ვახსენე? მარა წელს რომელი თამაში მოგეწონა რეალის?

შიძლება მე არ მეკითხები მარა მაინც გიპასუხებ😁
შახტართან, სელტასთან(დაცვამ კი ჩაა*ვა მარა მაინც). ნუ ბარსასთან ჭკვიანურად ვითამაშეთ. დიდ გუნდებთან სასწაული პერფორმანსები არ ქონია რეალს😁

მარა ეხლა რეალი მაგრა მკიდია ჩვენებმა მოიგონ და გავკარი რეალს😁

9

11 ნოემბერი 2021 21:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ციტატა: Hala madrid1902

ამაზრზენი თამაშები აქბს რეალს წელს, ნაკრებს რაც შეეხება მარტივად ამიტენის შვედეთი ესაა რეალობა

10

11 ნოემბერი 2021 22:40

უკაცრავად ვინ ამოტენისო?

11

11 ნოემბერი 2021 22:44

სულ ასე ვიტყვი ოღონდ ამათ მოიგონ, გილოცავ

12

11 ნოემბერი 2021 22:53

♥️♥️მეც გილოცავ

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)