კლოპი როდრიგოსთვის ბრძოლას ისევ გეგმავს

იურგენ კლოპი როდრიგო გოეშით ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდა, როდესაც ის ბრაზილიის ჩემპიონატში გამოდიოდა. მეტიც, გერმანელმა სპეციალისტმა მოლაპარაკებებიც აწარმოა და გოეში „ლივერპულში“ მოხვედრასთან ახლოს იყო, მაგრამ რადარზე „რეალზე“ გამოჩენის შემდეგ, ფეხბურთელმა გეზი მადრიდისკენ აიღო...


ბრიტანული და ესპანური გამოცემების ცნობით, კლოპს როდრიგო ისევ ძალიან მოსწონს თავისი პრაგმატულობის, ტექნიკის, გოლის ალღოს და სისწრაფის გამო, თუმცა იმასაც აცნობიერებს, რომ „რეალიდან“ მისი დამატება დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.

ესპანური გამოცემების ცნობით, „ენფილდის“ მკვიდრები აქტიურად დააკვირდებიან კილიან მბაპეს გამადრიდელების საკითხს და თუ ეს მართლაც მოხდება, „რეალს“ გოეშის ტრანსფერზე მიმართავენ.

კილიანის „ბლანკოსში“ გადასვლა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ როდრიგოს შანსები მნიშვნელოვნად შემცირდება, ვინაიდან ანჩელოტის განკარგულებაში ვინი, მბაპე, ასენსიო, ბენზემა, აზარი (თუ დარჩა) და სხვები იქნებიან.

2020 წელს „ლივერპულმა“ როდრიგოს სანაცვლოდ „რეალს“ 50 მილიონი ევროს შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო, მაგრამ კლოპი იმედოვნებს, რომ შეთანხმება შესაძლებელია. dle 10.1

  • Hala
  • 11 ნოემბერი 2021
  • 432
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)