სერხიო კანალესი

დაბადების ადგილი: სანტადერი

დაბადების დღე: 16/02/1991

პოზიცია: ნახევარმცველი

წონა: 65 კგ

სიმაღლე: 175 სმ

ეროვნება: ესპანელი


მოედნის შესანიშნავი ხედვა, სიზუსტე და კრეატიულობა. სწორედ ასე ახასიათებენ სერხიო კანალესს, რომელმიც ადრეული ასაკიდანვე თამაშობს ფეხბურთს. იგი 1991 წლის 16 თებერვალს დაიბადა, მისი პირველი კლუბი სანტადერის რასინგი იყო, მან წარმატებით გაიარა აკადემია და ნაადრევად შეუერთდა პირველ გუნდს. მას ნდობა თავდაპირველად ხუან რომან ლოპეს მუნისმა გამოუცხადა და ცაცია ფეხბურთელი რასინგის ძირითად გუნდში ამოიყვანა და ეს ყველაფერი 2008/09 წლების სეზონში მოხდა, როდესაც კანალესი სულ რაღაც 17 წლის იყო. სერხიოს დებიუტი უეფას ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე ჰონკას წინააღმდეგ შედგა. შემდეგ სეზონში ფეხბურთელს უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადეს მწვრთნელებმა და მან 26 მატჩი ჩაატარა თავისი კლუბის შემადგენლობაში, ამ დროში მან 6 გოლის გატანა მოახერხა, რაც ძალიან კარგი შედეგია ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის. კანალესს შეუძლია ითამაშოს, როგორც გამთამაშებლის პოზიციაზე, ასევე ფლანგზე ან მეორე თავდამსხმელად და არც ერთ პოზიციაზე არ განიცდის დისკომფორტს, პირიქით ყოველ მათგანზე თანაბარ დონეზე თამაშობს.

რაც შეეხება ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს, სერხიომ ჯერ 17 წლამდელებთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი 2008 წელს, ხოლო 2009 წელს 18 წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა და მოიპოვა 18 წლამდელთა ათლეტური ტროფეი, სადაც ესპანელები ფინალში გერმანელებს დაუპირისპირდნენ, ამ მატჩში სერხიომ გოლის გატანა მოახერხა, მისმა გუნდმა კი ჩემპიონობა იზეიმა. ახლა იგი 19 წლამდელთა ნაკრებშია.

კარიერა

რასინგი (2007-2010)
რეალი (2010 - დღემდე)


ტიტულები

17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონი: 2008
ათლეტიკური თასი: 2009


[b]სტატისტიკა:[/b]

2008/09 სეზონი: 8 მატჩი, 1 საგოლე გადაცემა.
2009/10 სეზონი: 31 მატჩი, 7 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.
dle 10.1

  • SunSay
  • 9 ივლისი 2010
  • 2041
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)