ბუტრაგენიო:„ყველა მადრიდისტა იამაყებს სანტიაგო ბერნაბეუს ახალი მოდიფიკაციით“

ემილიო ბუტრაგენიომ „რეალში“ არსებულ სიტუაციაზე, კონკრეტულად ფეხბურთელებზე, განვითარებულ მოვლენებზე, მიმდინარე პერსპექტივებსა და კონკურენციაზე ისაუბრა...


„ჩვენ გვესმის, რომ მადრიდის „რეალის“ მიმართ მოთხოვნები ყოველთვის იქნება, თუმცა უნდა გავითავისოთ, რომ გუნდი გარდამავალ ეტაპს გადის, თუმცა მაინც ყველა ფრონტზე იბრძვის. ეს არის ნაზავი ძალიან გამოცდილი და ახალაზრდა ფეხბურთელებისა, რომლებსაც უკვე შეაქვთ წვლილი წარმატებაში. გუნდის შემხედვარე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ნამდვილად დიდი პროგრესის ჩვენება შეგვიძლია.“

„ანჩელოტი ამ ფორმაციის გუნდის იდეალური მწვრთნელია შესანიშნავი გამოცდილებით და მიდგომებით. მან ზუსტად იცის, როგორ მიიღოს მოთამაშეებისგან მაქსიმუმი და როგორი ურთიერთობა ჰქონდეს ახალგაზრდა ვარსკვლავებთან. ბრძენი ადამიანი, რომელმაც იცის ტოპ კლასის გუნდის მართვა და შესაძლებლობების ზუსტად გამოყენება.“

„ბენზემა? უდავოდ, სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება. დიდი მოთამაშეები არიან ისინი, ვინც თამაშს აუმჯობესებენ. თქვენ აძლევთ ბურთს ბენზემას და თამაში უმჯობესდება. კარიმი „ბლანკოსის“ ლეგენდაა და დიდი იმედი მაქვს, წლების მანძილზე ჩვენი გუნდის რიგებში დარჩება. ბოლო წლებში „9“-იანმა არნახულ გამოწვევებს გასცა პასუხი და დაამტკიცა, რომ საუკეთესოა. უზარმაზარი ნიჭი და საფეხბურთო კლასი ფრანგ ფეხბურთელს შესაძლებლობების გაფართოვების საშუალებას აძლევს, როგორც მწვანე მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.“

„ვინისიუსმა დიდი ნიჭი და გამბედაობა გამოიჩინა. მარტივი არ არის სავსე ბერნაბეუს წინაშე თამაში და გუნდის ლიდერის სტატუსის მორგება, თუმცა ეს ბრაზილიელმა ძალიან ახალგაზრდა ასაკში შეძლო, რაც დასაფასებელია.“

„კარვახალი ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდა, რაც მისასალმებელია. ამ ქვეყანას დანიზე ძლიერი მარჯვენა მცველი არ ჰყავს. ვიმედოვნებ, მისი გამოსვლა წარმატებული იქნება.“

„გასული სეზონი „დი სტეფანოზე“ ჩავატარეთ, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით სითბოს და მხარდაჭერას ქომაგებისგან, მაგრამ ეს არენაზე აღარ ხდებოდა, რაც პრობლემებს ქმნიდა. საბედნიეროდ, ბერნაბეუზე დავბრუნდით და ფეხბურთელებს ქომაგების დიდი ოვაციები ესმით. ამისთვის საკმაოდ დიდი ძალისხმევაა გაღებული, თუმცა მერწმუნეთ, ჩვენ მალე ტოპ არენას მივიღებთ, სადაც ქომაგები თამაშების გარდა სხვა ინფრასტრუქტურითაც მიიღებენ სიამოვნებას.“

„ახალი ბერნაბეუს გახსნის შემდეგ კლუბის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყება, ვინაიდან ეს არის მეგა პროექტი, რომლითაც თითოეული მადრიდისტა ძალიან იამაყებს.“

„33 წელია მადრიდის „რეალს“ ვუკავშირდები, როგორც ფეხბურთელის, ასევე მენეჯერის რაგნში. ვამაყობ, რომ ამ კლუბთან ასოცირებული ადამიანი ვარ და მჯერა, რომ კიდევ ბევრი სიკეთის გაკეთება შემიძლია. ჩემთვის საამაყოა ყველა დღე, რომელსაც ამ კლუბში ვატარებ.“

„ვულოცავ ჩავის, ის „ბარსელონას“ ღირსეული ფეხბურთელი და ლეგენდა იყო, დღეს კი მთავარი მწვრთნელია.“ dle 10.1

  • Hala
  • 10 ნოემბერი 2021
  • 517
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)