„რეალს“ რთული კალენდარი ელოდება

სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბს მეტად რთული პერიოდის გადალახვა მოუწევს.


21 დღის ფარგლებში, ანჩელოტის შეგირდებს არა ერთ რთულ მეტოქესთან მოუწევთ პაექრობა და სასურველი შედეგის დაფიქსირება. სამშობლოდან დაბრუნებული ფეხბურთელები, 21 ნოემბერს „გრანადას“ შეერკინებიან სტუმრად, რის შემდეგაც მოუწევთ მნიშვნელოვანი მატჩის გამართვა ტირასპოლში „შერიფის“ წინააღმდეგ, რომლის მოგების შემთხვევაშიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საგზურს გაინაღდებენ.

28 ნოემბერს, მადრიდელები „სევილიას“ მიიღებენ „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ ხოლო აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში „ატლეტიკთან“ გადადებულ პაექრობას (1-ელ დეკემბერს) ჩაატარებენ, რასაც 5 დეკემბერს მოჰყვება გასვლითი ჯახი „ანოეტაზე“ „რეალ სოსიედადთან.“ უკვე 8 დეკემბერს, „თეთრები“ „ინტერს“ უმასპინძლებენ შინაურ კედლებში და მოემზადებიან სეზონის ერთ-ერთი პრინციპული შეხვედრისათვის, რომელიც 12 დეკემბერს „ატლეტიკოსთან“ შედგება.

როგორც ხედავთ, პაპა კარლოსა და კომპანიას საკმაოდ ნიშანდობლივი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ ახალ წლამდე.

MARCA dle 10.1


1

10 ნოემბერი 2021 22:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
1 კომიც არაა (( ძველი ჰალამადრიდი როგორ მომენატრა (

2

10 ნოემბერი 2021 23:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4900
ოო, ცუდია სოსიედადი,შერიფი, ინტერი ატლეტიკი მიჯრით :)) შეიძლება დავკარგოთ ქულები.

3

10 ნოემბერი 2021 23:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1855
იმედია სრული შემადგენლობით ვიქნებით, არც ერთი არ არის დაუძლეველი ბარიერი რეალისთვის...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)