პერესმა ანჩელოტის შეატყობინა, რომ „რეალიდან“ 8 ფეხბურთელს უშვებს

ესაპანური გამოცემების ცნობით, 2022 წლის ზაფხულში „რეალს“ იმაზე ბევრად მეტი ფეხბურთელი დატოვებს, ვიდრე მოსალოდნელია. ფლორენტინო პერესმა კარლო ანჩლოტის შეატყობინა, რომ გუნდის მნიშვნელოვანი განახლება მომდევნო ზაფხულიდან იწყება, პირველ რიგში კი გუნდში ადგილები უნდა გათავისუფლდეს, რაც შესაბამისად ხელფასების ოპტიმიზაციასაც შეუწყობს ხელს...


ფლორენტინო პერესი აქცენტს პოლ პოგბას, ერლინგ ჰოლანდისა და კილიან მბაპეს დამატებაზე აკეთებს. გარდა ამისა, კლუბის რადარზე არიან ახალგაზრდა შემტევი ადეიემი, მატის დე ლიხტი, პაუ ტორესი და სხვა მცველები, თუმცა მეტი კონკრეტიკა ამ საკითხზე არ არსებობს.

„ბლანკოსში“ ძალიან სერიოზულად ფიქრობენ და მუშაობენ მარჯვენა მცველის დამატებაზე. რადარზეა ტრენტ ალექსანდრ არნოლდი, რის ჯეიმსი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი. პერესი ხვდება, რომ კარვახალს სერიოზული კონკურენტი სჭირდება და დიდი თანხის გაღებაზეც არ ამბობს უარს.

რაც შეეხება წამსვლელებს. ფლორენტინოს აზრით, გუნდში ძალიან მაღალი მასშტაბების ცვლილებებია საჭირო. ალვარო ოდრიოზოლა, ხესუს ვალიეხო, მარიანო დიასი, ლუკა იოვიჩი, ედენ აზარი, ისკო ალარკონი, მარსელო ვიეირა დანი სებალიოსი წასვლის მთავარი კანდიდატები არიან.

ჯერ-ჯერობით ბურუსით არის მოცული ბრაჰიმ დიასისა და ტაკეფუსა კუბოს მომავალი. ამ შემთხვევაში „რეალი“ მათ განვითარებას დააკვირდება. dle 10.1

  • Hala
  • 10 ნოემბერი 2021
  • 2658
  • 2

1

10 ნოემბერი 2021 13:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჰაკიმი როგორ გაუშვეს ესეთი შეცდომა რავი არ მახსენდება🤦🏻‍♂️
ნახევარ მცველიც გვჭირდევა ვინდა
მარტო პოგბა ვერ გვიშველოს ტრავებისკენ არის მიდრეკილი
ვინმე კარგი მოძრავი ნახევარ მცველი გვჭირდევა
სულ მინდოდა რომ კევინ დებრუინს რეალში ეთამაშა მაგრამ მაგას გვრადიოლა რეალის გარდა ყველგან გაუშვებს
არ გვყას ეგეთი ან თუნდაც ოზილის ტიპის ბოლო პასი რომ ქონდეს სასწაული როგორც ოზილს ქონდა
ნახევარზე მეტი გოლები სწორედ ოზილის პასით გაქონდა რონალდოს

2

10 ნოემბერი 2021 14:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ოოო არნოლდიი ისე დახატავდა რეალს, მარჯვენა ფლგანგზე ანროლდი უკან წინ მბაპე, იფ,

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)