კაზემირო:„ანჩელოტი 40 წლიანი გამოცდილებით, დიდ დახმარებას გვიწევს“

ბრაზილიელმა კაზემირომ მადრიდის „რეალში“ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ნახევარმცველი შეეხო კარლო ანჩელოტის, რამოსი-ვარანის დუეტის წასვლას და სხვა საინტერესო საკითხებს.


„სერხიო რამოსის და რაფაელ ვარანის წასვლის შემდეგ მადრიდის „რეალის“ დაცვის ცენტრი ედერ მილიტაომ და დავიდ ალაბამ დაიკავეს. დიახ, ორივე ფეხბურთელი მსოფლიო მასშტაბით იყო ცნობილი და „ბლანკოსის“ სახეს წარმოადგენდა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ დავიდი დავიმატეთ, ის დიდი პროფესიონალია, ხოლო მილიტაომ გასულ სეზონშიც აჩვენა, რომ არნახულ პერსპექტივას ფლობს.“

„ჩემი და კანტეს შედარება უადგილოდ მიმაჩნია. საკუთარ თავს ვერავის შევადარებ, ეს არ იქნება სწორი საქციელი. სჯობს, თქვენგან მოვისმინო ანალოგიური. მე ვთვლი, რომ ფრანგი „ჩელსიში“ სხვა პოზიციაზე თამაშობს, მე კი კონკრეტულად ჩამშლელი ვარ.“

„კარლო ანჩელოტი 62 წლის არის და 40 წელიწადზეა მეტია ფეხბურთში მოღვაწეობს. ეს არის განსაკუთრებული ადამიანი, არნახული გამოცდილებით და ტიტულებით, რომელიც ცდილობს, რომ „რეალის“ ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი მიიღოს. იტალიელი ძალიან ბევრს შრომობს იმისათვის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მოწოდების სიმაღლეზე დგომა გვასწავლოს.“ dle 10.1

  • Ramos
  • 10 ნოემბერი 2021
  • 336
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)