კალიენდო ძალიან გაბრაზებული და ნაწყენია

დუგლას მაიკონის აგენტი ანტონიო კალიენდო იმედ გაცრუებულია "ინტერით" და "რეალით". კალიენდო ყოველთვის ცდილობს გუნდების ხელმძღვანელები ერთმანეთს შეახვედროს, მაგრამ უშედეგოდ.


"ვერ გავიგე "ინტერი" ამას რატომ აკეთებს, ისინი ამბობენ, რომ მაიკონის გასვლა გუნდიდან შესაძლებელია, ოღონდ კარგ ფასად, როცა "სამეფო კლუბი" მზად არის მაიკონის ტრანსფერში იმდენი ფული გადაიხადოს, რამდენსაც იტალიურ კლუბს სურს, "ინტერი" მაშინვე აცხადებს, რომ მაიკონი არ იყიდება, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყება. "ინტერისგან" ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ვარ, ხელმძღვანელობამ 5 წუთი ვერ მოიცალა ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ბედის გადასაწყვეტათ."

ანტონიო კალიენდო აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიოს არაფერი გაუკეთებია მაიკონის გადმოსაბირებლად.

"თუ ჟოზე მაიკონის მიმართ სურვლის გამოთქვამდა, მაშინ ბრაზილიელის ტრანსფერი ბევრად უფრო ადვილი გახდებოდა, მოურინიო ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ვერ ვგებულობ თუ რატომ არ იხმობს იგი მის გუნდში დუგლას მაიკონს. "ინტერის" ხელმძღვანელობა იმას ვერ იტყვის, რომ ახლა დაკავებულია და ტრანსფერებისთვის დრო არ აქვთ, მე აქ დილიდან ვარ და სამუშაოს ღამით ვამთავრებ, აქ არავინ საუბრობს ბრაზილიელის ტრანსფერზე, ასე რომ "ინტერი" მაიკონს პატივს არ სცემს."


"ახლა მაიკონის შეწუხების უფლება არ მაქვს, მან ამ სეზონში 60 მატჩი ჩაატარა, და შვებულებაში მხოლოდ 3 დღე იმყოფება. ახლა მან უნდა დაისვენოს და მომავალი სეზონისთვის კარგად უნდა მოემზადოს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)