ასენსიო:„ცოტა ვინერვიულეთ, თუმცა გამარჯვება დამსახურებული იყო“

მარკო ასენსიომ „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა. ესპანელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.


„ძალიან კარგი მატჩი გვქონდა. გოლის გაშვებამ ცოტა გვანერვიულა, მაგრამ გამარჯვება დამსახურებული იყო. „რეალი“ მთელ დაპირისპირებას აკონტროლებდა და უამრავ მომენტს ქმნიდა.“

„ჩვენ სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. „რეალი“ იმსახურებს მოწინავე პოზიციის დაკავებას და სანაკრებო პაუზის შემდეგ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ფეხბურთის ჩვენებას ვაპირებთ.“

„მწვრთნელმა მთხოვა, რომ ვიყო ძალიან მობილური და შემოქმედებითი კუთხით ჩავერთო შეტევებში. მაქსიმალურად ვცდილობ, ბოძებული შანსის შესაბამისად გამოყენებას.“

„ბერნაბეუზე შეკრებილმა ქომაგებმა ლაღი და მომენტებით სავსე ფეხბურთი იხილეს. არ მგონია, რომ ვინმე უკმაყოფილო იყოს.“ dle 10.1

  • Ramos
  • 7 ნოემბერი 2021
  • 407
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)