ანჩელოტი:„არ ვიცი, რამდენად გამოდგება აზარი სხვა პოზიციაზე“

კარლო ანჩელოტიმ „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ხვალ ჩვენ უნდა ვიხილოთ „რეალი“, რომელიც კონკრეტულად მოერგება მატჩის მოთხოვნილებებს. ძალიან მომწონს „რაიო ვალეკანო“ და ვთვლი, რომ ამ გუნდს შეუძლია ეფექტური თამაში, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.“

„ვალვერდეს არყოფნის პირობებში კაზემიროზე, კროოსსა და მოდრიჩზე დიდი დატვირთვა წამოვიდა და ეს ბუნებრივია. ვიმედოვნებ, ურუგვაელი მალე დაგვიბრუნდება. ჩვენ „შახტართან“ მხოლოდ 2 ფეხბურთელი შევცვალეთ, ვინაიდან იმ მატჩში ასე იყო საჭირო. როტაცია აუცილებელია და როდესაც ამას ვხედავ, გადაწყვეტილებასაც ვიღებ.“

„გარეთ ბეილმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ ვთვლი, რომ ის ბოლომდე მზად არ არის. უელსში ბრიტანელი გამოიძახეს, თუმცა გადაწყვეტილებას სამედიცინო შტაბი მიიღებს.“

„თამაში ყველას სურს. ბუნებრივია, რომ ზოგიერთი მოთამაშე უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ სეზონი გრძელია და შანსს ყველას მივცემ.“

„არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ედენ აზარი ხვალ. მთავარი ის არის, რომ ბელგიელი კარგად ემზადება და გუნდის დასახმარებლად მზად არის. ამ ეტაპზე ბედნიერი ვერ იქნება, ვინაიდან ნაკლებს თამაშობს.“

„დიახ, ბეილსა და „რეალის“ გულშემატკივრებს შორის გარკვეულ ეტაპებზე გაურკვევლობა იყო, მაგრამ ყველამ უნდა გაიხსენოს ის ღვაწლი, რომელიც უელსელმა „ბლანკოსისთვის“ გაიღო. გარეთმა მადრიდული გრანდის მრავალწლიან წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.“

„სასტვენები? ვფიქრობ, ქომაგების აზრი გასათვალისწინებელია, თუმცა არსებობს სპეციფიკური მატჩები, სადაც მხოლოდ ესთეთიკას ვერ მიაქცევ ყურადღებას.“

„„რაიოს“ „შახტარისგან“ განსხვავებული სტილი აქვს. ჩვენ ყველა შეხვედრას განსხვავებულად ვუყურებთ და ვცდილობთ, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ.“

„აზარი ყოველთვის მარცხნივ თამაშობდა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მარჯვნიდან შეტევას.“

„სებალიოსმა მძიმე ტრავმა მიიღო და მკურნალობის კურსს ასრულებს. ესპანელი ფეხბურთელი პრემიერლიგიდან მახსოვს და ვიცნობ მის შესაძლებლობებს.“

„კამავინგას და ვალვერდეს გაუმართლათ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველებთან ერთად თამაშობენ. ისინი ბევრს ისწავლიან.“

„გუნდი დაცვაში აშკარად გაუმჯობესდა, თუმცა მთავარი პროგრესი ჯერ კიდევ წინ არის. მთავარია სრული რესურსის ათვისება ხშირად შევძლოთ.“

„ჩავისთვის „ბარსელონას“ მწვრთნელობა არ მიმილოცავს, რადგან არ ვიცი, ეს ინფორმაცია ზუსტია თუ არა. მე ჩემს გუნდზე ვფიქრობ.“

„შეტევაში არ მოვიკოჭლებთ. ზოგიერთ დაპირისპირებაში გოლის გატანა გვიჭირს, თუმცა ფაქტია, რომ ამ კომპონენტში ვპროგრესირებთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 ნოემბერი 2021
  • 1694
  • 4

1

5 ნოემბერი 2021 18:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5969
რა უხარიათ ტიპებს ჩავი ბრუნდებაო და ძველი დიდება გვიბრუნდებაო, ჩავი კი დაბრუნდა მაგრამ მესის და ინის სად მოძებნიან.
-----------------------
ჰალამადრიდ.

2

5 ნოემბერი 2021 18:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ციტატა: oto.reali
რა უხარიათ ტიპებს ჩავი ბრუნდებაო და ძველი დიდება გვიბრუნდებაო, ჩავი კი დაბრუნდა მაგრამ მესის და ინის სად მოძებნიან.

ეგ დაიკიდე ძმა კრუიფი რომ გაცოცხლდეს პლიუს გუარდიოლა ხავი ინიესტა რონალდინიო ყველა ერთად მივიდნენ ისეთი უფარჩაკესი შემადგენლბა ყავს ბარსელონას არაფერი ეშველება, ხავის კიდევ ვუთანაგრძნობ ისეთ ბაწარში გაყო თავი

3

5 ნოემბერი 2021 19:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5969
ციტატა: ZIDANE5
ეგ დაიკიდე ძმა კრუიფი რომ გაცოცხლდეს პლიუს გუარდიოლა ხავი ინიესტა რონალდინიო ყველა ერთად მივიდნენ ისეთი უფარჩაკესი შემადგენლბა ყავს ბარსელონას არაფერი ეშველება, ხავის კიდევ ვუთანაგრძნობ ისეთ ბაწარში გაყო თავი

ჩავი ალბათ გარანტიების გარეშე არ მოვა ძმა

იქნება ალბათ ტრანსფერები. ისე არ მივიდოდა მანდ ჩავი ძმა.
-----------------------
ჰალამადრიდ.

4

5 ნოემბერი 2021 22:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1128
ციტატა: oto.reali
ციტატა: ZIDANE5
ეგ დაიკიდე ძმა კრუიფი რომ გაცოცხლდეს პლიუს გუარდიოლა ხავი ინიესტა რონალდინიო ყველა ერთად მივიდნენ ისეთი უფარჩაკესი შემადგენლბა ყავს ბარსელონას არაფერი ეშველება, ხავის კიდევ ვუთანაგრძნობ ისეთ ბაწარში გაყო თავი

ჩავი ალბათ გარანტიების გარეშე არ მოვა ძმა

იქნება ალბათ ტრანსფერები. ისე არ მივიდოდა მანდ ჩავი ძმა.

ეგ არ იდარდო ძმა მბაპე ჰოლანდი ვინი შეუტევენ მომავალში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)