ვინისიუსი:,,საკმაოდ რთული მატჩი მოვიგეთ"

ვინისიუს ჟუნიორმა „შახტართან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...„


„რთული და ამავე დროს მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოვიგეთ. ჩვენ ვიცოდით, რომ „შახტარს“ სხვა გზა არ ჰქონდა და აუცილებლად შემოგვიტევდა, თუმცა ტაქტიკურად სწორი და მიზანმიმართული ფეხბურთი ვითამაშეთ. მთავარია მწვრთნელის მითითებები და რეკომენდაციები სრულად იქნას გათვალისწინებული და განხორციელებული. ჩვენ ამ გამარჯვებით უნდა დავტკბეთ, დავისვენოთ და კონცენტრაცია ლა ლიგაზე გადავიტანოთ, ვინაიდან „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირება კარსაა მომდგარი.“

„პირად დონეზე კმაყოფილებას ნამდვილად ვერ დავმალავ. ვთვლი, რომ გუნდისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობ, პროგრესი არ შევწყვიტო და მაქსიმალურად ვეცადო წარმატების მიღწევას.“

„ვფიქრობ, სიმშვიდე, თავდაჯერებულობა და გუნდური მუშაობა არის მთავარი, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ ვარჯიშის დროს. ახლა თამაშებში ყველაფერი გამოდის. მიხარია, რომ კარიმს გოლების გატანაში დავეხმარე, ჩვენ ერთად შესანიშნავად ვკომბინირებთ.“

„ჭორები ჩემს ირგვლივ? ვინც ფიქრობს, რომ „პსჟ“-ში ან სხვა გუნდში მოვიაზრები, რეალობას მოწყვეტილია. ჩემი მიზანი მრავალი წლით აქ დარჩენაა.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 ნოემბერი 2021
  • 2451
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)