ანჩელოტი:,,აზარი ისევ ვერ ვათამაშე"

კარლო ანჩელოტიმ „შახტართან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან კარგად ვიცი მოთხოვნები, რომელიც „რეალის“ ქომაგებს აქვთ და ეს სავსებით ნორმალურია. ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ, როგორც პირველი, ასევე მეორე ტაიმი, მაგრამ შემდეგ ყურადღების და კონცენტრაციის შენარჩუნებას ვერ ვახდენდით, რაც თავისთავად სამწუხაროა. ვფიქრობ, 3 ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

„ჩვენ გვქონდა ბურთის ფლობა, მაგრამ „შახტარი“ ძალიან სწრაფად და მობილურად მოქმედებდა, რასაც მათი მხრიდან გოლის გატანაც მოჰყვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, დონეცკურ კლუბს დე ძერბისთან ერთად დიდი მომავალი აქვს.“

„ბენზემას და ვინისიუსის კომბინირებამ საოცარი შედეგები მოგვცა, ფაქტია, რომ ბრაზილიურ-ფრანგული დუეტი „ბლანკოსის“ წინა ხაზში უდიდეს როლს თამაშობს. ასევე უნდა ავღნიშნო ედერ მილიტაოსა და დავიდ ალაბას ეფექტური გამოსვლა, ეს წყვილი კიდევ უფრო შეთამაშდება.“

„აზარი ისევ არ ვათამაშე, რადგან ტაქტიკურ ჭრილში ვერ ჩაჯდა, ამ მომენტისთვის ლუკას ვასკესის გამოყენება იდეალური ვარიანტი იყო, რომელიც როგორც წინა ხაზში, ასევე დაცვაში ძალიან ბევრს შრომობდა.“

„ცოტა ცვლილება განვახორციელე, ვინაიდან გუნდის მექანიზმის შეცვლა არ მსურდა. მარსელო 40 წუთის მანძილზე ხურდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მოედანზე ვეღარ შევიყვანე, ვინაიდან განვითარებულმა მოვლენებმა ამის უფლება არ მომცა.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 ნოემბერი 2021
  • 1222
  • 2

1

4 ნოემბერი 2021 11:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
არ გინდა აზარი არ გამოიყენო!

2

4 ნოემბერი 2021 12:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
სწორი ფეხბურთი ათამაშა გუნდს. საღოლ ანჩე, რაც შეგიძლია აკეთებ. 1 თამაშიც მოვიგოთ და 1/8 ფინალში ვართ რა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)