ანჩელოტი:„ბენზმა მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია“

კარლო ანჩელოტიმ „შახტართან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ამ მატჩში კიდევ 3 ქულის მოპოვება ბევრ რამეს გადაწყვეტს, ამიტომ მაქსიმალური მობილიზებით ვითამაშებთ და ვეცდებით, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. დონეცკურ კლუბს ვიცნობთ, სულ რაღაც 2 კვირის წინ მათი დამარცხება დიდი ანგარიშით შევძელით. ვეცდებით, იდეალური სტრატეგია შევიმუშავოთ და გავიმარჯვოთ. გუნდის მომზადების დონით კმაყოფილი ვარ და მჯერა წარმატების.“

„აზარი კარგად ვარჯიშობს და უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ უმაღლეს დონეს აჩვენებს. დიახ, მარიანო უშანსოდ გამოიყურებოდა, თუმცა მოედანზე გამოვიდა და არნახულად კარგად ითამაშა. შანსს ყველა მიიღებს.“

„თუ ედენი წავა, მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა ანალოგიურის თქმა შემიძლია სხვა მოთამაშეებზე. ნამდვილად არ ვიცი, რას ფიქრობს ბელგიელი ამ საკითხთან დაკავშირებით.“

„ამჟამინდელი მიზანი ჯგუფური ეტაპის გადალახვაა, შემდეგ კი სხვა მიზნებს დავისახავთ. მეოთხე ტურში გამარჯვება ფაქტობრივად გადამწყვეტი იქნება, ამიტომ მობილიზება გვმართებს. თუ ახლა დავმარცხდებით, სიტუაციას უკიდურესად დავძაბავთ.“

„„შახტარის“ მწვრთნელი ძალიან ნიჭიერია, მან იტალიაში დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ტაქტიკოსი გახლავთ მკაფიო იდეებით და დიდი მოტივაციით.“

„ფლანგების ეფექტურ თამაშს ყოველთვის მნიშვნელობა აქვს, თუმცა აქაც არის განსხვავები. როდესაც წინ ვინი უტევს, დახმარება არ არის საჭირო, თუმცა როდესაც საპირისპირო ფლანგზე ასენსიოა, მას მცველი ხშირად ეხმარება. რატომ? იმიტომ, რომ ესპანელი ხშირად ცენტრშიც იწევს და განსხვავებულ დავალებებს ასრულებს.“

„გარეთ ბეილმა საკმაოდ რთული ტრავმის დაძლევა შეძლო, ის მალე მოედანზე გამოჩნდება. უელსის ნაკრებმა ჩვენი გუნდის წევრი იხმო. ვფიქრობ, ნაკრების სამედიცინო შტაბი მის მდგომარეობას კიდევ შეაფასებს. კარგი იქნება, თუ ბეილი ეროვნულ გუნდს დაეხმარება და „ბლანკოსში“ უკეთეს ფორმაში ჩამოვა.“

„როდრიგო „შახტართან“ ვერ ითამაშებს. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, მზად იქნება თუ არა ბრაზილიელი ლა ლიგის მომდევნო ტურში. მსგავს ტრავმებს დაძაბული და მჭიდრო კალენდარი განაპირობებს. ასეთი პრობლემების დაძლევა უნდა შეგვეძლოს.“

„ასენსიო და გოეში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებიან. ესპანელს აქვს შესანიშნავი მარცხენა, ის მოედანსაც შესანიშნავად ხედავს და ბურთის ფლობის კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესოა. მარკოს მოედნის ცენტრში თამაში შესანიშნავად შეუძლია, როდრიგო კი ტიპიური ფლანგელია, რომელიც სიტუაცია მომენტალურად ამწვავებს და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც საოცარი გახლავთ.“

„ლუკა იოვიჩი მომწონს, როგორც ფორვარდი. სერბს ხშირად გამოვუხატავ სიყვარულს და პატივისცემას, მისგან ბევრს ველი. მისი კონკურენტი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია ბენზემას სახით, ამიტომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფება. მე ლუკას ხშირად მივცემ შანსს.“

dle 10.1

  • Hala
  • 2 ნოემბერი 2021
  • 3361
  • 1

1

2 ნოემბერი 2021 19:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
როგორც ზიზუს, ისე ანჩელოტის პრესკონფერენციები არის საოცრება.. კარგია რომ პერესი მიხვდა, გუნდს ინტელექტუალი უნდა ედგეს სათავეში.. ლოპოტეგის არაფერს ვერჩი, უბრალორ რანაირი არჩევანი იყო თავიდანვე? ნახევარი სეზონი ეგეთი სისულელის გამო ჩავარდა, მერე უდანაშაულო სოლარი.. რეალში დასანიშნი მწვრთნელის დონე მოურინიოსას არ უნდა ჩამოუვარდებოდეს თუ უკვე პროფესიონალია და არ უნდა იყოს უფრო ნაკლები გამოცდილებით ვიდრე ზიზუ იყო, თუ რისკია გასაწევი..

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)