ანჩელოტი:„იოვიჩის მოედანზე გასვლს რისკებს შეიცავდა“

კარლო ანჩელოტიმ „ელჩესთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


„მარიანო დიასმა ფანტასტიკური საგოლე გადაცემა გააკეთა და რამდენიმე მომენტში მართლაც განსაკუთრებულ თვისებებს იჩენდა. დიახ, მეც გამიკვირდა, თუ რატომ არ გაუკეთა დიასმა ედენ აზარს გადაცემა, თუმცა იმ მომენტში გადაწყვეტილება ერთ წამშია მისაღები, ფორვარდმა კი სხვაგვარი გათვლა გააკეთა.“

„ლუკა იოვიჩს მუხლის პრობლემა ჰქონდა და მისი მოედანზე გასვლა რისკებთან იყო დაკავშირებული. სერბი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებდა, თუ სხვა გზა არ გვექნებოდა. ბენზემას არყოფნის პირობებში რესურსი ნამდვილად გვქონდა.“

„მატჩის მიწურულს სიტუაცია გართულდა, მაგრამ ფეხბურთელები სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ და საბოლოო ჯამში სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ.“

„არასრული 3 დღე გვქონდა იმისთვის, რომ მოვმზადებულიყავით. ბუნებრივია, ყველა მატჩში ანალოგიური ინტენსივობა ვერ გვექნება. დღეს ჩვენ სწრაფი ფეხბურთი არ გვითამაშია.“

„მე არ ვარ ჯადოქარი და ვინისიუსისგან სასწაულს არ ვქმნი, ბრაზილიელი ფეხბურთელის პროგრესი თავად მისი დამსახურებაა. ვინი ძალიან ბევრს მუშაობს და ცდილობს, რომ მუდმივი პროგრესი ჰქონდეს. ის ბრაზილიის ნაკრებში არ მიემგზავრება და მადრიდულ შეკრებებს დაესწრება.“

„რაც ყველაზე მთავარია, ვინი თავდაჯერებული მოთამაშე გახდა, მისთვის ზეწოლა აღარაფერს ნიშნავს.“

„აღსანიშნავია, მარსელოს საოცარი გამოსვლა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. კაპიტანმა ძალიან ნაყოფიერი მატჩი შემოგვთავაზა.“

„გადატვირთული კალენდარი არამხოლოდ „ბლანკოსის“, არამედ ყველას პრობლემა. მე არ მაქვს რაიმე სახის ბერკეტი იმისათვის, რომ სიტუაცია შევცვალო.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 30 ოქტომბერი 2021
  • 1081
  • 2

1

30 ოქტომბერი 2021 18:43

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წაეთრიე ნაგავო ათკაციანმა ელჩემ გიხმარა და ლამის ვერ მოიგე ათ კაცთან, ოსასუნას ვერაფერი უქენი ესპანიოლმა და შერიფმა დაგადო, სტილი საზიზღარი გაათრიეთ ეს მძორი

2

30 ოქტომბერი 2021 18:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
მარსელოს მხარს უჭერს და კარგია, მაგრამ რეალობა ისაა რომ აღარაფერი დარჩა ხუჭუჭასგან. საკუთარი თავის აჩრდილია. იგრძნობა რომ გუნდს მომატება შეუძლია. ინდივიდუალურად არცერთი ფეხბურთელი არაა მოწოდების სიმაღლეზე ვინის, ბენზის და ლუკიტას გარდა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)