ვან დერ ვაარტი, კაკა თუ კანალესი?!

მადრიდის "რეალის" მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს რთული გადაწყვეილების მიღება მოუწევს, რადგან "რეალში" 3 ფეხბურთელია, რომლებიც ერთ პოზიციაზე თამაშობენ.


კაკას კონკურენტი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ვან დერ ვაარტი იყო, ახლა კი მას სერხიო კანალესიც გაუწევს კონკურენციას.

ჟოზეს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მან უნდა აირჩიოს თუ ვინ იქნება ძირითადში. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ კაკა ძალიან მოსწონს. "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას შეეძლო ესპანელი ფეხბურთელი კიდევ ერთი სეზონით დაეტოვებია "რასინგში", მაგრამ ჟოზემ მისი შეძენა ისურვა.

გასულ წელს კაკა "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი გახდა. მასზე მადრიდელები დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ბრაზილიელმა თავი წელს ვერაფრით დაგვამახსოვრა, რიკარდოს ტრავმები აწუხებდა და კარგად ვერ თამაშობდა. კაკამ "ლიონთან" თამაშის დროს ისევ რთული ტრავმა მიიღო, შემდეგ მან 45 დღე გამოტოვა რათა კარგად გამოჯანმრთელებულიყო. ის "სარაგოსასთან" მატჩის დროს დაბრუნდა და გოლიც გაიტანა, კაკას გოლმა "ბლანკოსს" გამარჯვება მოუტანა, მაგრამ ეს არ იყო ის კაკა, რომელსაც გულშემატკივრები ელოდნენ. ბრაზილიელი ფლეიმეიქერი ფორმაში ვერ ჩადგა.

ფლორენტინომ "მილანს" 65 მილიონი გადაუხადა კაკას სანაცვლოდ, "რეალი" კაკას კიდევ ერთ შანს მისცემს რათა მისი შესაძლებლობები გამოაჩინოს, თუ კაკამ ეს წელიც ცუდად ჩაატარა, მაშინ მადრიდის "რეალი" მასში დახარჯულ ფულს ამოიგებს და ბრაზილიელს გაყიდის.

შემდეგ კი ფეხბურთში სერხიო კანალესი გამოჩნდა, ის შესანიშნავად თამაშობდა და ბევრი გოლებიც გაქონდა, მისით "სამეფო კლუბი" დაინტერესდა და "რასინგის" პრეზიდენტს ესპანელი ფორვარდის თაობაზე მიმართა, "რეალს" მისი შეძენა გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწია. კანალესი "ბლანკოსმა" 6 მილიონ ევროდ შეიძინა, მისი გუნდში მოყვანა "რეალის" ახალ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოსაც ძალიან სურდა, პერესმა კი პორტუგალიელს სურვილი შეუსრულა.

მადრიდში იმედი აქვთ, რომ სერხიო კანალესი მომავალი გუტია.

ინფორმაციის წყარო Defensacentral.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)