ანჩელოტი:,,მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო რონალდ კუმანს"

კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


„ვინისიუსის მომენტზე საკმაოდ საკამათო ეპიზოდი იყო. ბრაზილიელმა მსაჯს მოუწოდა, რომ საქმეში VAR სისტემა ჩართულიყო, მაგრამ გადაწყვეტილება სხვა მიმართულებით იქნა მიღებული.“

„მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო რონალდ კუმანს, რომელმაც ყველაფერი გაიღო „ბარსელონას“ წარმატებისთვის. გათავისუფლება ნებისმიერი მწვრთნელის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არაერთხელ დამიტოვებია თანამდებობა, თუმცა როგორც ხედავთ, აქ ვარ და მუშოაბას ვაგრძელებ.“

„ნიდერლანდელის გაშვება ნიშნავს იმას, რომ „ბარსელონაში“ სიტუაცია ვერ დარეგულირდა და ხელმძღვანელობა ახალ სპეციალისტზე ჩამოვა ფსონს.“

„საკმაოდ ბევრი ეფექტური შეტევა განვახორციელეთ, მაგრამ ფაქტია, რომ „ოსასუნას“ დაცვაში არცერთი შეცდომა არ დაუშვია და სივრცეებს მაქსიმალურად გვიზღუდავდა. საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა და ქულებიც დავკარგეთ.“

„ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, რადგან ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ფონს გასვლას. მეორე ტაიმში ბევრად ეფექტურები ვიყავით.“

„საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კრეატიულობასთან ერთად იღბალიც დაგვაკლდა. ჩვენ ამ მატჩის მოგება შეგვეძლო.“ dle 10.1

  • Ramos
  • 28 ოქტომბერი 2021
  • 4581
  • 2

1

28 ოქტომბერი 2021 11:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2048
კამავინგა არასწორ პოზიციაზე იდგა. კონკრეტული შეცდომების გამო მოხდა ეგ ამბავი.

2

28 ოქტომბერი 2021 12:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
შენ მასე თუ გააგრძელე მიუვება მაგ შენ კუმანს უკან, ზიდანს უტევდნენ აქ ჩაწოდების მეტი არაფერი იცისო და ეს ხო ხაზავს ტაქტიკურად!!! მგონია რო წავიდა ამ ცოტა ასაკიანი გამოცდილი და ძველებურად მოაზროვნე მწვრთნელების დრო, დაფრინავს ეგერ კლოპი, ტენ ჰააგი რაშვება! ტუხელი არანაკლები და მბაპე თუ მართლა მოდის ზიდანსაც სიამოვნებით დავაბრუნებდი რათქმაუნდა განახლებულ სასტავში!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)